საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა სასამართლომ 2 ოქტომბერს აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე სამართალდამრღვევად სცნო.
მოსამართლემ მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით გათვალისწინებული ჯარიმა არ დააკისრა და სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
2 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად კუჭავა “ქართული ოცნების” სიმბოლიკიანი პირბადით მივიდა. ცესკო-მ ამ თემაზე საია-ს სარჩელი 12 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით განიხილა და საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნა