რეჟიმის სულსწრაფობამ, საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები კანონგარეშედ გამოაცხადოს, პანიკურ ზღვარს მიაღწია“, – ამის შესახებ გიორგი გახარია X-ზე წერს.
ექს-პრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვის დაწყებას ეხმიანება:
„მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს, მან თანამდებობა საერთოდ დატოვა. სულ რაღაც რამდენიმე საათში, სასამართლომ მოულოდნელად, 21 ოქტომბრიდან, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მოსმენები ჩანიშნა. ეს სასოწარკვეთილი აჩქარება ორ რამეზე მიუთითებს:
1. შიდა კოლაფსის შიში: რეჟიმი შეშინებულია, რომ სასამართლო სისტემაზე მყიფე კონტროლი არ დაკარგოს და ჩქარობს გადაწყვეტილებების მიღებას, სანამ კვორუმს დაკარგავს.
2. მართლმსაჯულების სრული ჩამოშლა: ეს არის ელვის სისწრაფით თავსმოხვეული ფიქციური პროცესი პოლიტიკური პლურალიზმის გასანადგურებლად და დიქტატურის გასამყარებლად.
რეჟიმი, რომელიც შიშზე დგას, ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას ვერ დაუპირისპირდება. მსოფლიომ ამას ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი – რეჟიმი სწრაფად მოქმედებს იმიტომ, რომ იცის, მისი დრო იწურება“, – აცხადებს გახარია.
საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.










