LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე”-ანა წითლიძე

” მანანა კობახიძის გადაწყვეტილება აჩვენებს იმ ზეწოლას, რაც არის მოსამართლეებზე ” – ანა წითლიძე

დაპოსტა 2026/10/14-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძის გადაწყვეტილება, ჯერ თვითარიდება მიეცა პარტიების საკითხის აკრძალვისთვის და შემდეგ საერთოდ დაეტოვებინა თანამდებობა, ძალიან ნათლად აჩვენებს იმ ზეწოლას, რაც ხორციელდება მოსამართლეებზე, რომ მიიღონ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვის შესახებ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მანანა კობახიძის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ვენეციის კომისიის „ძალიან მძიმე დასკვნა“.

„ვენეციის კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ეს არის არა კონსტიტიციური წყობილების დაცვა, როგორც ამას ცდილობს წარმოაჩინოს „ქართული ოცნება“, არამედ საქართველოს კონსტიტიუციური წყობილების საფუძვლიანად შერყევის მცდელობა“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ, ჯერ კიდევ მაშინ დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც საგამოძიებო კომისიის მიერ დაწერილი დასკვნის საფუძველზე კონსტიტუციური სარჩელი მხარეების განხილვის გარეშე ფარულად მიიღო წარმოებაში.

„2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს პირდებობა უფასო ფულს, კეთილდღეობას, განვითარებას, ნაცვლად ამისა მისი მმართველობის 14 წლის თავზე, საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს ტოტალური კორუფცია, სიღარიბე, საერთაშორისო იზოლაცია და ქვეყნიდან ემიგრაციაში გაქცეული საქართველოს მოქალაქეები. ნაცვლად იმისა, რომ ოლიგარქიული რეჟიმი, საქართველოს მოქალაქეებს ამ პრობლემების მოგვარებას პირდებოდეს, ის დღეს მათ სთავაზობს მხოლოდ და მხოლოდ სანახაობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ მაშინ დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც „წულუკიანის რუსული კომისიის მიერ დაწერილი დასკვნის საფუძველზე „ქართული ოცნების“ რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელი მხარეების განხილვის გარეშე წარმოებაში ფარულად მიიღო“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ არჩევანის გაკეთება უწევთ „რუსულ საოკუპაციო რეჟიმსა და სამშობლოს შორის“.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უნდა ესმოდეთ შემდეგი: გადაწყვეტილებას, რომლის მიღებასაც გავალებთ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც დაწერილია კრემლში, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ამ გადაწყვეტილებით თქვენ კრძალავთ არა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ასეულობით ათას მხარდამჭერს, არამედ თქვენ ცდილობთ მოკლათ თავისუფალი და ევროპული საქართველოს იდეა. თქვენი გადაწყვეტილებით, თქვენ კონსტიტუციურ საფუძველს უქმნით ოკუპანტ სახელმწიფოს – რუსეთს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ქართველების გენოციდთან დაკავშირებით აფხაზეთში და ყველა უბედურებას, რაც ისტორიულად ჩვენ გამოგვატარა ოკუპანტმა სახელმწიფომ, რუსეთმა.

ამ გადაწყვეტილებით თქვენ კრძალავთ არა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, არამედ თქვენ ცდილობთ აკრძალოთ გიორგი ანწუხელიძის ბრძოლა თავისუფლებისთვის, შინდისის გმირების ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, გურამ გაბისკირიას სიტყვები „არა და არასოდეს“, როდესაც მან თავი არ დაუხარა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს. თქვენ ცდილობთ აკრძალოთ ჟიული შარტავას ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.

თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თქვენ დღეს არჩევანი გიწევთ რუსულ საოკუპაციო რეჟიმსა და სამშობლოს შორის, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იქნება განუზომელი და თუ თქვენ შეასრულებთ რუსული საოკუპაციო რეჟიმის ამ დავალებას, თქვენ დაექვემდებარებით მკაცრ საერთაშორისო სანქციას, ოლიგარქიული რეჟიმი აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ თქვენი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სანქცია, რომელიც თქვენ დაგეკისრებათ, არ შეიცვლება არასოდეს.

როგორიც არ უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არასოდეს თავს არ დაუხრის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს და იბრძოლებს ბოლომდე საქართველოს თავისუფლებისთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

რაც შეეხება იმას, ჩაერთვებიან თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვაში, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.

ამასთან მისი თქმით, იმის მოლოდინი არ აქვთ, რომ სასამართლოში რაიმე სამართლებრივ პროცესთან ექნებათ საქმე.

„რაც შეეხება ჩვენ მონაწილეობას, ამასთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ ჩვენ თავიდანვე წარვადგინეთ შესაგებელი საკონსტიტუციო სასამართლოში და ასევე შევიტანეთ ორი დამატებითი სარჩელი, რის მიხედვითაც ჩვენ ვითხოვდით საკონსტიტუციო სასამართლოსგან, რომ მხარეებს შორის დასაშვებობის საკითხი განეხილა და ჩვენ მოგვცემოდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიგვეღო ამ პროცესში და საქართველოს მოქალაქეებს ეს აბსურდული საქმე კიდევ ერთხელ ენახათ.თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს, არც ერთ დამოუკიდებელი ორგანო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო, ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ სასამართლოს მოსამართლეებიც ოლიგარქიულ რეჟიმს ექვემდებარებიან, ეს პროცესები რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, მხოლოდ ამაზე მიუთითებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ მაშინ დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც ეს საქმე წარმოებაში მიიღო, რაღაც მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივ პროცესებთან ახლო პროცესი მაინც შეიძლება გვქონდეს, ნამდვილად არ გვაქვს“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ”- თამარ ჩერგოლეიშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვაზე

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
” შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება!”- თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე
მთავარი

ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას ჩვენ არ ვაპირებთ, ამ ინიციატივას კონსტიტუციის თავზე გადახევად ვთვლით, - ასე გამოეხმაურა „ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო...

დაწვრილებითDetails

რეჟიმი სწრაფად მოქმედებს იმიტომ, რომ იცის, მისი დრო იწურება – გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ სარჩელზე

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
„არანაირი კონკრეტული გადაწყეტილება დღეს არ არსებობს. ვმუშაობთ, გვეყოლება ღირსეული კანდიდატი”-გიორგი გახარია
მთავარი

რეჟიმის სულსწრაფობამ, საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები კანონგარეშედ გამოაცხადოს, პანიკურ ზღვარს მიაღწია“, - ამის შესახებ  გიორგი გახარია X-ზე წერს. ექს-პრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვის დაწყებას ეხმიანება: „მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო...

დაწვრილებითDetails

ივანიშვილს სურს, საქართველოში დემოკრატია დაასრულოს – თენგო თევზაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ივანიშვილს სურს, საქართველოში დემოკრატია დაასრულოს – თენგო თევზაძე
მთავარი

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, თენგო თევზაძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის დაჩქარება ბიძინა ივანიშვილის მცდელობაა, საქართველოში დემოკრატია დაასრულოს და ერთპარტიული, ტოტალიტარული მმართველობა დაამყაროს. მისი თქმით, მიზანი პოლიტიკური სივრციდან პროდემოკრატიული ძალების ჩამოშორება...

დაწვრილებითDetails

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
“ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე”-ანა წითლიძე
მთავარი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას საგანგებო განცხადებით ეხმაურება. პოლიტიკოსის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც პარტიების აკრძალვის ეხება, კრემლში დაიწერა. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს,...

დაწვრილებითDetails

პარტიების აკრძალვა ივანიშვილის სავაჭრო მონეტაა საერთაშორისო პარტნიორებთან – თინა ბოკუჩავა

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

ენმ-ს ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო პარტნიორებთან სავაჭრო მონეტად იყენებს. მისი თქმით, ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება სრული ერთსულოვნებით მიიღოს. პარტიების გაუქმების...

დაწვრილებითDetails

“საქართველოს მოლდოვის შურს, რადგან ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ უფრო სწრაფად მივიწევთ წინ” -მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარე

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
“საქართველოს მოლდოვის შურს, რადგან ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ უფრო სწრაფად მივიწევთ წინ” -მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარე
მთავარი

მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარის, იგორ გროსუს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ხშირად აკრიტიკებს მოლდოვას, რადგან მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე მეტი პროგრესი აქვს, ვიდრე საქართველოს. „საქართველო არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, რომ გაგვაკრიტიკოს. მოლდოვას მიმართ დიდი...

დაწვრილებითDetails

დახურეს 5 თაღლითური ქოლ-ცენტრი, სადაც ქართველებიც იყვნენ დასაქმებულნი – მოლდოვა

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
დახურეს 5 თაღლითური ქოლ-ცენტრი, სადაც ქართველებიც იყვნენ დასაქმებულნი – მოლდოვა
მთავარი

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში სამართალდამცველებმა ხუთი თაღლითური ქოლ-ცენტრის ლიკვიდაცია მოახდინეს. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ქოლ-ცენტრები აშშ-ისა და კანადის მოქალაქეებს კრიპტოვალუტაში ინვესტირების მოტივით ფულს სძალავდნენ. თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე რვა პირია დაკავებული. მასშტაბური...

დაწვრილებითDetails

ოპოზიციონერების ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21 ოქტომბრიდან ჩაინიშნა. ამის შესახებ ოპოზიციონერებმა სოციალურ ქსელში დაწერეს. კერძოდ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ...

დაწვრილებითDetails

ვენეციის კომისია „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებზე დასკვნას აქვეყნებს

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ვენეციის კომისია გენდერული კვოტირების გაუქმებასა და ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მოსაზრებებს აქვეყნებს
მთავარი

ვენეციის კომისია „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ სხვა კანონებში, 2026 წლის მარტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. ვენეციის კომისია მიიჩნევს,...

დაწვრილებითDetails

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
მთავარი

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"