მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა დაიკლო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 150 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.07%-ით არის დაკლებულია.
ამასთან, მსოფლიო ბირჟებზე გრამი ოქროს ფასი 133.45 აშშ დოლარს შეადგენს, რაც დღიურ ჭრილში 0.09 დოლარით ანუ 0.06%-ით დაკლებულია.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 58.75 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.53%-ით დაკლებულია.
რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, 13 ოქტომბრის მონაცემებით, ოქროს ფასი დაკლებულია. ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში დაახლოებით, 359 ლარია (12 ოქტომბერს – 360 ლარი იყო), 750 სინჯის – 269 ლარი (12 ოქტომბერს – 270 ლარი იყო), ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 210 ლარი ღირს (12 ოქტომბერს – 210 ლარი იყო ).
რაც შეეხება ვერცხლს, ოქტომბრის მონაცემებით, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 5.07 ლარი (12 ოქტომბერს – 5.03 ლარი იყო) ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონის ფასი 4.43 ლარია (12 ოქტომბერს – 4.40 ლარი იყო).









