,,აუდიტის დასკვნა-2021"

Hover Box Element


“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლითა და “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-7 მუხლის საფუძველზე, მაუწყებლებს განესაზღვრათ ვალდებულება შეექმნათ თვითრეგულირების მექანიზმი.
ტელეკომპანია ,,მეგატვ-ში” თვითრეგულირების მექანიზმი ამოქმედდა 2009 წლიდან
თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში “რუსთავი 2-მა” შექმნა დავის განმხილველი ორგანო, რომელიც არსებობს ორი ინსტანციის სახით: პირველი ინსტანცია – “ეთიკის საბჭო” და მეორე ინსტანცია “სააპელაციო კომისია”.
დაინტერესებულ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ ,, მეგატვ-მა” დაარღვია “მაუწყებელთა ქცევის კოდექსით” დადგენილი ეთიკური სტანდარტები და მისი უფლებები, შეუძლია მიმართოს მაუწყებელს საჩივრით და მოითხოვოს რეაგირება.
საჩივრის გამოგზავნის სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩააბაროს შესაბამისი დოკუმენტაცია თვითრეგულირების მექანიზმის სახელზე შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი რუსთაველის 37. მე-5 სართული, ან გამოაგზავნოს საჩივარი ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე: tvcompanymegatv@gmail.com

შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

მეგა ტვ მა არსებობის 24 წლიან პერიოდში განვითარების რთული და საინტერესო გზა განვლო. იყო არაერთი წარმატების ისტორია და არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. 1996 წლიდან , მეგა ტვ , საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებში მუდმივად და აქტიურადაა ჩართული. 2001–2011 წლებში დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ათამდე საშუალო და მცირე პროექტი განახორციელა. დაიწყო ყოველდღიური ახალი ამბების წარმოება. 2010 წლიდან ჟურნალისტური გამოძიების წარმოება დაიწყო. 2011–13 წლეში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევებისა და გარდატეხის წინაშე დადგა. მეგა ტვ მა რამდენიმე თანამოაზრე რეგიონულ ტელევიზიასთან ერთად დააფუძნა „სატელევიზიო ქსელი”. მან საზოგადოების დახმარებითა და საკუთარი ძალისხმევით დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო, შეცვალა ოფისი და გააკეთა ახალი სტუდიები,
საკუთარი რესურსით ტელევიზიაში ნიდერლანდებიდან PUM-ის საერთაშორისო ექსპერტი მოიწვია, რომლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კომპანიის განვითარების სტრატეგიული გეგმა შემუშავდა. სატელევიზიო კონტენტის წარმოების პარალელურად დაიწყო ციფრული მაუწყებლობისათვის მზადება. განახლდა სტუდიები შეიცვალა აღჭურვილობა ციფრული ტექნიკით, მეგა ტვ მა რეგიონებში ერთ ერთმა პირველმა დაიწყო hd კონტენტის წარმოება და შეიძინა მართვის ავტომატიზებული სისტემა. სატელევიზიო სიგნალი ჩაირთო ქუთაისის საკაბელო ქსელში, მთელი ქვეყნის მაშტაბით– კავკასუს ტვ–ს სილქ ნეტის–სა და დელტა ნეტის საკაბელო ქსელში.
მეგა ტვ მა საკუთარი შემოსავლების დივერსიფიკაცია მოახდინა და ციფრულ მაუწყებლობაზე შეუფერხებლად გადავიდა. დონორებთან ურთიერთობამ კომპანიას მისცა პროექტების მართვის გამოცდილება, დაეხმარა მყარი სასტარტო პოზიციების შექმნაში, ინოვაციური იდეების რეალიზებაში. 2001, 2005, 2010 წელს ევრაზიის თანამშრომლობის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში გაიმარჯვა. 2003 წელს ფონდი „ ღია საზოგადოება საქართველოს „ მხარდაჭერა მოიპოვა. 2009–2010 წელს აშშ ს საელჩოს მცირე გრანტების პროგრამაში გაიმარჯვა.საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი „ედუარდ მაროუს „ პროგრამის მონაწილე გახდა. „მონაწილის” პროგრამის ფარგლებში მეგა ტვ–ში განხორციელდა სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა.
ახალი მედიის განვითარების პარალელურად, აუცილებელი, შესაბამისი უნარების შეძენა გახდა. კომპანიის რამდენიმე თანამშრომელმა, 2011წელს, IREX-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მიიღო მონაწილეობა, შევქმენით მეგა ტვ–ს facebook გვერდი. ავამუშავეთ ოფიციალური საიტი, რომელიც 2015 წელს განვაახლეთ. გაჩნდა პირველი ონლაინ რეკლამა.
რეგიონში, მედიაბაზარზე კომპანია კვლავაც რჩება ერთ ერთ კონკურენტუნარიან ორგანიზაციად. მას აქვს საქმიანი კონტრაქტები ადგილობრივ და ეროვნულ ბიზნესორგანიზაციებთან. მათ შორის სპონსორობის შესახებ ხელშეკრულებაც.
მეგატივის საეთერო აუდიტორია მრავალფეროვანია, მათი რაოდენობრივი და თვისობრივი განსაზღვრა, რეგიონის დონეზე ვერ ხერხდება , თუმცა პოტენციური აუდიტორია ასობით ათასია. ინტერნეტში განთავსებულ კონტენტს უმეტესწილად 18 დან54 წლამდე ასაკის ადამიანები ეცნობიან და მათგან უმეტესი ქალია. მეგა ტვ ში მუსაობენ კვალიფიციური, განვითარებაზე ორიენტირებული, პროფესიონალი ადამიანები.
კომპანია დაფუძნებიდან დღემდე თავისუფალი სიტყვისა და პროფესიული ეთიკის ერთგული რჩება.

 

ტელეკომპანია Mega TV-ის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში

 

 

 

 

ხელშეკრულება .PDF ფორმატით

 

 

ოფერტა .PDF ფორმატით

 

2016 წლის ანგარიში შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია. მეგა ტვ მა არსებობის 24 წლიან პერიოდში განვითარების რთული და საინტერესო გზა განვლო. იყო არაერთი წარმატების ისტორია და არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. 1996 წლიდან , მეგა ტვ , საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებში მუდმივად და აქტიურადაა ჩართული. 2001–2011 წლებში დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ათამდე საშუალო და მცირე პროექტი განახორციელა. დაიწყო ყოველდღიური ახალი ამბების წარმოება. 2010 წლიდან ჟურნალისტური გამოძიების წარმოება დაიწყო. 2011–13 წლეში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევებისა და გარდატეხის წინაშე დადგა. მეგა ტვ-მა რამდენიმე თანამოაზრე რეგიონულ ტელევიზიასთან ერთად დააფუძნა „სატელევიზიო ქსელი”. მან საზოგადოების დახმარებითა და საკუთარი ძალისხმევით დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო, შეცვალა ოფისი და გააკეთა ახალი სტუდიები, საკუთარი რესურსით ტელევიზიაში ნიდერლანდებიდან PUM-ის საერთაშორისო ექსპერტი მოიწვია, რომლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კომპანიის განვითარების სტრატეგიული გეგმა შემუშავდა. სატელევიზიო კონტენტის წარმოების პარალელურად დაიწყო ციფრული მაუწყებლობისათვის მზადება. განახლდა სტუდიები შეიცვალა აღჭურვილობა ციფრული ტექნიკით, მეგა ტვ მა რეგიონებში ერთ ერთმა პირველმა დაიწყო hd კონტენტის წარმოება და შეიძინა მართვის ავტომატიზებული სისტემა. სატელევიზიო სიგნალი ჩაირთო ქუთაისის საკაბელო ქსელში, მთელი ქვეყნის მაშტაბით– კავკასუს ტვ–ს სილქ ნეტის–სა და დელტა ნეტის საკაბელო ქსელში. მეგა ტვ მა საკუთარი შემოსავლების დივერსიფიკაცია მოახდინა და ციფრულ მაუწყებლობაზე შეუფერხებლად გადავიდა. დონორებთან ურთიერთობამ კომპანიას მისცა პროექტების მართვის გამოცდილება, დაეხმარა მყარი სასტარტო პოზიციების შექმნაში, ინოვაციური იდეების რეალიზებაში. 2016 ფინანსურად საშუალო იყო- დაფინანსების ძირითად წყაროს განცხადებები, რეკლამა და საეთერო დროის გაყიდვა წარმოადგენს. ასევე მეგა ტვ-ს შემოსავლებში ერთ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი ინტერნეტ მომსახურეობიდან მიღებული შემოსავლებია. ასევე დამფუძნებლის მიერ მეგა ტვ-ს კაპიტალში ჩადებული შემონატანები. აქტიურად მუშაობს მეგა ტვ-ს ოფიციალური ვებ გვერდი , რითაც ინტერნეტ გაყიდვების ახალი რესურსის მოიზიდვა ხდება., პროგრამულ ნაწილში წარმატებული იყო. პროგრამულ ბადეს დაემატა ახალი გადაცემები. მეგა ტვ-მა გაიმარჯვა „აირექსის” მიერ გამოცხადებულ ამერიკის საეჩოს დაფინანსებით-მედიაპარტნიორობის პროგრამაში. ასევე ევროპის ფონდის ღია კარის კონკურსში – პროექტით-„თემთა გაძლიერების ხელშეწყობა.” რეგიონში, მედიაბაზარზე კომპანია კვლავაც რჩება ერთ ერთ კონკურენტუნარიან ორგანიზაციად. მას აქვს საქმიანი კონტრაქტები ადგილობრივ და ეროვნულ ბიზნესორგანიზაციებთან. მათ შორის სპონსორობის შესახებ ხელშეკრულებაც. მეგატივის საეთერო აუდიტორია მრავალფეროვანია, მათი რაოდენობრივი და თვისობრივი განსაზღვრა, რეგიონის დონეზე ვერ ხერხდება. ინტერნეტში განთავსებულ კონტენტს უმეტესწილად 18 დან54 წლამდე ასაკის ადამიანები ეცნობიან და მათგან უმეტესი ქალია. მეგა ტვ ში მუშაობენ კვალიფიციური, განვითარებაზე ორიენტირებული, პროფესიონალი ადამიანები. კომპანია დაფუძნებიდან დღემდე თავისუფალი სიტყვისა და პროფესიული ეთიკის ერთგული რჩება. დირექტორი: მერაბ კიკაბიძე