პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს ეხმაურება და საერთაშორისო პარტნიორებს მოქმედებისკენ მოუწოდებს.
“მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, იმოქმედონ და მტკიცედ დაუდგნენ გვერდში ქართველ ხალხს დემოკრატიის, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში”, – წერს გახარია სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, პასიური დაკვირვება საკმარისი არ არის.
“პასიური დაკვირვება უკვე აღარ არის საკმარისი. დღევანდელი ყოყმანი საერთაშორისო თანამეგობრობას ხვალ გაცილებით უფრო რთულად სამართავი კრიზისის წინაშე დააყენებს”, – აცხადებს გახარია.








