ოზურგეთის მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფელ შრომის მოსახლეობა სოფელში არსებულ განუკითხაობას აპროტესტებდა.
ადგილობრივების თქმთ, უკვე წლებია, რაც სოფელი გზისა და წყლის გარეშე, ფაქტობრივად, სამყაროს მოწყვეტილი ცხოვრობს, მთავრობა კი მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება.
მოხრეშონ მაინც და გრეიდერი გადაატარონ, რომ გადაადგილება შესაძლებელი გახდეს. იქ არიან ოჯახები, რომლებიც მდინარის პირას ცხოვრობენ, ადიდდა მდინარე და შეუვარდა სახლებში, –ამბობს აქციის მონაწილე რაულ ბუხულეიშვილი