“ბაღდათის მუნიციპალიტეტში 6 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოს დაგეგმილი საერთო – სახალხო დღესასწაული “ზეკარობა 2019″, ასევე 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღარ გაიმართება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს” – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გვერდები ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, ღამის საათებში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ. 19 წლის დათო ზივზივაძე, რომელიც მოტოციკლს მართავდა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა, მისი შეყვარებული მარიამ მაჩიტაძე კი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
“საფრანგეთში აქციებზე პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ…კომენტარიც არ გაუკეთებიათ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ’- ლევან მაჭავარიანი
როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ...










