საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტს მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, რეალური ეკონომიკური ზრდა წელს 6.8% იქნება, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 120 მილიარდ 306 მილიონი ლარი,...










