ქვემო ფონიჭალაში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან.
3 წლის თაიას დედა, ნინო ჭელიძე და და, ნუცა ფხალაძე ზესტაფონში ტაძრიდან გამოასვენეს.
ეკლესიასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახის ახლობლებთან ერთად სრულიად უცნობი მოქალაქეებიც მივიდნენ. მათ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს .
ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 1 კაცი და 2 ბავშვი.









