ხონი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის ლიკა ჯანელიძის სიცოცხლე შეეწირა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 23 ნოემბერს მოხდა.
როგორც ,,მეგა ტვ”-ს წყარო უყვება, ქალი ტაძრიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.
,,გიორგობა დღე იყო, ტაძრიდან ბრუნდებოდა, სახლისკენ მიმავალ გზაზე დიდი პიკაპი დაეჯახა, მძღოლი ნასვამი ყოფილა. მისი ძმა პოლიციელია, იმ ღამეს მორიგე ყოფილა გამოძახება რომ შესულა, მივიდა და საკუთარი და შერჩა.” – უყვება ,,მეგა ტვ”-ს წყარო.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. მძღოლი დაკავებულია.









