LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ძალიან იოლად შეხედეთ გენეტიკურ პრობლემებს”- ზაზა ლომინაძე გახარიას გუნდის წევრს

ჩვენის ქვეყნის ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური პრინციპები და საყრდენები უფრო მაღლა დგას, ვიდრე „რეპროდუქციული ტურიზმი“ – ზაზა ლომინაძე

დაპოსტა 2026/11/24-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

„მედიცინის თანამედროვე მიღწევები და რეპროდუქციული შესაძლებლობები,  დედობა და ბავშვის დაბადება არ უნდა იქცეს კომერციული გარიგების საგნად. დაუშვებელია ისეთი პრაქტიკის არსებობა, რომელიც ქალის სხეულს ეკონომიკური ინტერესების ობიექტად აქცევს ან ბავშვის დაბადებას მომსახურების ბაზრის ნაწილად განიხილავს“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული სუროგაციის აკრძალვის მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა.

ზაზა ლომინაძის თქმით, სუროგაციის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა პირველად 1997 წელს მიიღო და ამ გზით პირველი ბავშვი 2007 წელს დაიბადა.

მან სტატისტიკური მონაცემები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ საქართველოში აღნიშნული სერვისის მიმწოდებელი 26 დაწესებულებაა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ სერვისით საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ რამდენიმე პროცენტი სარგებლობს. მისი თქმით, სუროგაციის სერვისით, უმეტესწილად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები სარგებლობენ.

„სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 2012 წლიდან დღემდე დაახლოებით 13 100 ბავშვს შეადგენს. ასევე საყურადღებოა სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა – თუ 2019 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა მხოლოდ 404 ბავშვს, 2026 წლის მონაცემებით, ეს რაოდენობა 3000-ს უახლოვდება. სუროგაციას თან ახლავს სერიოზული რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევასთან, ტრეფიკინგსა და ეთიკურ საკითხებთან. პრობლემურია სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მდგომარეობა, როცა მშობელი (ხელშეკრულების ხელმომწერი პირი) უარს აცხადებს ბავშვზე და იგი რჩება სახელმწიფო ზრუნვაში. ამჟამად სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება სუროგაციის გზით დაბადებული 18 ბავშვი“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

მისი თქმით, ეთიკური საკითხებიდან გამომდინარე, სუროგაცია ევროპის უმეტეს ნაწილში და ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში აკრძალულია. რამდენიმე ქვეყანაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის განსაზღვრული სუროგაციასთან დაკავშირებით.

„არსებობს გაერო-ს ანგარიში, სადაც სუროგაციის ყველა ფორმის  –  როგორც კომერციული, ასევე ალტრუისტულის შესახებ გაფრთხილებაა. საუბარია, რომ სუროგაციამ ბავშვის გაყიდვის ფორმა მიიღო. ასევე საყურადღებოა „კასაბლანკას დეკლარაციის“ ექსპერტთა ჯგუფის მიმართვა ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფისადმი, სადაც საუბარია სუროგაციის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და სუროგაციის პრაქტიკის სრულ აკრძალვაზე. რჩება შთაბეჭდილება და ალბათ ასეც არის – ქვეყანაში სუროგაცია აკრძალული რომ ყოფილიყო და დღეს მის დაშვებაზე ვმსჯელობდეთ, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც ახლა სუროგაციის აკრძალვას აკრიტიკებენ, მის დაშვებასაც ასევე გააკრიტიკებდნენ“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური პრინციპები და საყრდენები უფრო მაღლა დგას, ვიდრე „რეპროდუქციული ტურიზმი“.

„სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა ქალთა ღირსების, ჯანმრთელობის, უფლებებისა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვა. ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი არსი არის ადამიანი, მისი უფლებები და უსაფრთხოება“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს: ,,თბილისი, საქართველო, 24 ნოემბერი, 2026 - Wizz Air ადასტურებს, რომ 2026 წლის 24 ნოემბერს ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით შესრულებული რეისი W6 7909 ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის...

დაწვრილებითDetails

ჩხუბის დროს 65 წლამდე მამაკაცი წაიქცა და თავის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბი მოხდა, რა დროსაც 65 წლამდე მამაკაცი წაიქცა და თავის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცი სავარაუდოდ დარტყმის შედეგად წაიქცა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება მიღო. კადრებში, რომელსაც "პირველებს"...

დაწვრილებითDetails

სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
მთავარი

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, შემოსავლებისსამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“,არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნისსაზღვარზე კანონდარღვევით შემოტანისმცდელობის 15 ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხოქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური დაკუთვნილი ბარგის ასევე, მათი მართვის ქვეშარსებული...

დაწვრილებითDetails

” საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ სექტორში უხეში ჩარევა...

დაწვრილებითDetails

“ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეში” – კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ეს აჩვენებს პრინციპულ სხვაობას მმართველ ძალასა და ამ რადიკალურ ოპოზიციას შორის. მათთვის არ არსებობს არც ჰუმანიზმი და არც ადამიანების ინტერესების გათვალისწინება. ჩვენ კი ჰუმანურად ვმოქმედებთ...

დაწვრილებითDetails

“დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული” – „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
“დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული” – „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის, - ამის შესახებ შესახებ ინფორმაციას „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ ავრცელებს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ...

დაწვრილებითDetails

“სახელმწიფომ დამსაჯა, სრულიად უკანონოდ 2 წელი გამატარებინა ციხეში” – ანატოლი გიგაური

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
ანატოლი გიგაური თავისუფალია
მთავარი

სახელმწიფომაც დამსაჯა, სრულიად უკანონოდ 2 წელი გამატარებინა ციხეში, როცა თავს მე დამესხნენ, მე მაწამეს და მე გამატარებინეს 2 წელი ციხეში, - ამის შესახებ გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 25 ნოემბერს დებატები გაიმართება

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

25 ნოემბერს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება რეზოლუციის პროექტზე, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დებატები სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ...

დაწვრილებითDetails

“არავის აქვს უფლება, ამ ხალხზე ბულინგი და წნეხი აწარმოოს” – გიორგი შარაშიძე შეწყალებულებზე

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე
მთავარი

პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, არავის აქვს უფლება ბულინგი და წნეხი აწარმოოს იმ ადამიანებზე, ვინც საპატიმროებიდან შეწყალების შედეგად გათავისუფლდა. მისივე თქმით, აქციების პერიოდში დაკავებულმა პირებმა ცხოვრების გარკვეული პერიოდი...

დაწვრილებითDetails

კონსტანტინე ქათამაძე საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
კონსტანტინე ქათამაძე საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ კონსტანტინე ქათამაძე დაინიშნა. სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, ახლად დანიშნული მოადგილე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს წარუდგინა და მისი პროფესიული გამოცდილება გააცნო. მერაბ გამყრელიძემ კონსტანტინე ქათამაძეს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"