LIVE TV
სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ჩემ შორის” – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2026/11/24-ში
0
ნახვა
გაზიარება

ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში. მე ვარ მეორე პირი, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ჩემ შორის,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის შესახებ.

კობახიძის თქმით, „მათ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ და ეს ლოგიკურია“.

ამასთან, კითხვაზე არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი მამუკა მდინარაძეზე გაბრაზებული, კობახიძის თქმით: „პოლიტიკაში არ ბრაზდებიან“.

„პოლიტიკაში არ ბრაზდებიან რომ იცოდეთ, პოლიტიკაში იღებენ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს ყველა ყველა საკითხთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს დაფუძნებული სამართალზე, კანონებზე. ყველაფერი უნდა იყოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

ბევრ რამეზე ვსაუბრობთ ხოლმე. რაც შეეხება ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, ეს არ არის აქტუალური საკითხი ამ თვალსაზრისით, შესაბამისად, ამ კითხვებს საფუძველი არ აქვს.

მამუკა მდინარაძე არაფერ შუაში არაა ირაკლი ღარიბაშვილთან. რას ნიშნავს შეცდომაში შეყვანა? ანუ დანაშაული არ ჩადენილა და ისეა ადამიანი დაჭერილი? თქვენ რომ რაღაცას აშუქებდით და ჩვენ ჩვენი გუნდის წევრს ვიცავდით, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ ალოგიკური ისაა, როდესაც თქვენ წლების განმავლობაში ამტკიცებდით, რომ ადამიანი იყო დამნაშავე და ახლა მოგინდათ მისი უდანაშაულობის მტკიცება“,- განაცხადა კობახიძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის, რომ მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ სამომავლოდ სისხლის სამართლის საქმე დაიწყოს, პრემიერის შეფასებით, ამ კითხვას საფუძველი არ აქვს.

„არის კითხვა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. ამ კითხვას არანაირი საფუძველი არ აქვს. ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკურ ხელისუფლებას აქვს უფლება, რომ ამაზე [გუნდში გადაადგილებაზე] კომენტარი არ გააკეთოს. როცა შიდა გადაადგილება ხდება გუნდში ჩვენ გვაქვს სრული უფლება რაღაცაზე გავაკეთოთ კომენტარი, რაღაცაზე არ გავაკეთოთ კომენტარი. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, კონკრეტულად რა საფუძვლები ჰქონდა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ეს არის შიდა სამზარეულო და გვაქვს უფლება კომენტარი არ გავაკეთოთ“,- განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ფონიჭალაში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან

ნოემბერი 24, 2026
3
მთავარი

ქვემო ფონიჭალაში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან. 3 წლის თაიას დედა, ნინო ჭელიძე და  და, ნუცა ფხალაძე ზესტაფონში ტაძრიდან გამოასვენეს. ეკლესიასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახის ახლობლებთან...

დაწვრილებითDetails

“გამათბობელი არ მქონია, მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა, რომელიც ისეთია, ღია რომც დაეტოვებინა, ავტომატურად კეტავს და გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო” – ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებულის მამა

ნოემბერი 24, 2026
1
მთავარი

არანაირი გამათბობელი არ მქონია, გაზქურა კი ისეთი მქონდა, ღია რომც დაეტოვებინა, ავტომატურად კეტავს და არანაირი გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო - შემოწმებული იყო და თვითონ დაადასტურეს, რომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა,...

დაწვრილებითDetails

ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – ნახეთ სად შეიზღუდა გადაადგილება

ნოემბერი 24, 2026
15
მთავარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის...

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

ნოემბერი 24, 2026
81
მთავარი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტს მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, რეალური ეკონომიკური ზრდა წელს 6.8% იქნება, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 120 მილიარდ 306 მილიონი ლარი,...

დაწვრილებითDetails

” რა თქვა მეუფემ ასეთი მწარე სიმართლე, რომ დაგაკარგვინათ სიმშვიდე? ” – შალვა კერესელიძე „ქართულ ოცნებას“

ნოემბერი 24, 2026
17
მთავარი

რა თქვა მეუფემ ასეთი მწარე სიმართლე, რომ დაგაკარგვინათ სიმშვიდე? - მხარდაჭერას ვუცხადებთ მეუფე იობს, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და წმინდა სინოდს. შეეშვით ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას! მის დამორჩილებაზე ფიქრს და თქვენს გავლენებში...

დაწვრილებითDetails

ჩვენის ქვეყნის ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური პრინციპები და საყრდენები უფრო მაღლა დგას, ვიდრე „რეპროდუქციული ტურიზმი“ – ზაზა ლომინაძე

ნოემბერი 24, 2026
21
მთავარი

„მედიცინის თანამედროვე მიღწევები და რეპროდუქციული შესაძლებლობები,  დედობა და ბავშვის დაბადება არ უნდა იქცეს კომერციული გარიგების საგნად. დაუშვებელია ისეთი პრაქტიკის არსებობა, რომელიც ქალის სხეულს ეკონომიკური ინტერესების ობიექტად აქცევს ან ბავშვის დაბადებას...

დაწვრილებითDetails

მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 24, 2026
130
მთავარი

Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს: ,,თბილისი, საქართველო, 24 ნოემბერი, 2026 - Wizz Air ადასტურებს, რომ 2026 წლის 24 ნოემბერს ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით შესრულებული რეისი W6 7909 ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის...

დაწვრილებითDetails

ჩხუბის დროს 65 წლამდე მამაკაცი წაიქცა და თავის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ნოემბერი 24, 2026
412
მთავარი

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბი მოხდა, რა დროსაც 65 წლამდე მამაკაცი წაიქცა და თავის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცი სავარაუდოდ დარტყმის შედეგად წაიქცა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება მიღო. კადრებში, რომელსაც "პირველებს"...

დაწვრილებითDetails

სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ნოემბერი 24, 2026
13
მთავარი

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, შემოსავლებისსამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“,არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნისსაზღვარზე კანონდარღვევით შემოტანისმცდელობის 15 ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხოქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური დაკუთვნილი ბარგის ასევე, მათი მართვის ქვეშარსებული...

დაწვრილებითDetails

” საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია” – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 24, 2026
44
მთავარი

საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ სექტორში უხეში ჩარევა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».