LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ხომ აპი­რებ გა­დახ­ტო­მას, გა­დახ­ტით­ქო და გა­დახ­ტა 3 სა­ათ­ში…” – გი­ორ­გი გვარ­ჯა­ლა­ძის უმძიმესი ინტერვიუ შვილის შესახებ

“ხომ აპი­რებ გა­დახ­ტო­მას, გა­დახ­ტით­ქო და გა­დახ­ტა 3 სა­ათ­ში…” – გი­ორ­გი გვარ­ჯა­ლა­ძის უმძიმესი ინტერვიუ შვილის შესახებ

დაპოსტა 2019/10/03-ში
A A
1.3k
ნახვა
გაზიარება
პრო­დი­უ­სერ­მა და კომ­პო­ზი­ტორ­მა გი­ორ­გი გვარ­ჯა­ლა­ძემ მისი 14 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე პირ­ვე­ლად “მთა­ვარ არხზე” ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გა­და­ცე­მა­ში ისა­უბ­რა. გვარ­ჯა­ლა­ძე მშობ­ლებს მი­მარ­თავს და ურ­ჩევს, შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბით მე­ტად და­ინ­ტე­რეს­დნენ და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დრო გა­ა­ტა­რონ მათ­თან:

“მე ვა­და­ნა­შა­უ­ლებ ჩემს თავს, მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე მე ვარ. არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ფი­ცი­ტი არ მქო­ნია ჩემს შვილ­თან, თუმ­ცა, ესეც არ ყო­ფი­ლა საკ­მა­რი­სი… ჩვენ რომ გვგო­ნია მშობ­ლებს, ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით და ყვე­ლა­ფე­რი კონ­ტრო­ლის ქვეშ გვაქვს – სი­ნამ­დვი­ლე­ში, არა­ფე­რი არ ვი­ცით. უნდა ვი­ყოთ ფრთხი­ლად და უნდა მო­ვუს­მი­ნოთ ჩვენს შვი­ლებს.

…მე მუ­შა­თა კლასს გან­ვე­კუთ­ვნე­ბი. ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი, ჩვე­ნი შრო­მა და რა­ღა­ცე­ე­ბი, რაც გვჭირ­დე­ბა ენერ­გი­ის­თვის, მთელ ჩვენს დროს მო­ი­თხოვს და ბავ­შვე­ბის­თვის გვგო­ნია, რომ ძი­ლის წინ, ვახ­შამ­ზე ურ­თი­ერ­თო­ბა საკ­მა­რი­სია. სა­ერ­თოდ არ არის საკ­მა­რი­სი! უნდა იყოს აუ­ცი­ლე­ბე­ლი – შენ ამ­დენ დროს მთლი­ა­ნად უთ­მობ ბავ­შვს, მის ჭკუ­ა­ზე და­დი­ხარ, მისი ძმა­კა­ცი ხარ… მუ­სი­კა გვა­ერ­თი­ა­ნებ­და და ერთი სიმ­ღე­რაც არ მაქვს ლე­ნო­სი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ჩა­წე­რი­ლი, არა­და ყვე­ლა­ზე დიდი სტუ­დია მაქვს კავ­კა­სი­ა­ში… ჩემი შვი­ლი ვერ ჩავ­წე­რე…

ყვე­ლა ბედ­ნი­ერ მშო­ბელს მივ­მარ­თავ: გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად არ აი­ღოთ, რომ ამის­თვის მერე დროს გა­მო­ნა­ხავთ, ახლა არის დრო, რომ მთე­ლი შენი ენერ­გია და ფული და­ხარ­ჯო ბავ­შვზე. ახლა უნდა გა­ა­კე­თო ეს!

ლენო არას­დროს არ ყო­ფი­ლა ჩა­კე­ტი­ლი. თუმ­ცა, მე არას­დროს ვიჭ­რე­ბო­დი მის პი­რად სივ­რცე­ში და ახლა ვთვლი, რომ შევ­ცვდი. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, მე მის ტე­ლე­ფონ­ში ჩა­მე­ხე­და, ან გახ­სნილ “ჩატ­ში” მე­ნა­ხა რამე… ეს რომ მექ­ნა, ახლა 100%-ით ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და! იმი­ტომ რომ და­წე­რა ბავ­შვმა მე­მუ­ა­რი – “28 დღე სიკ­ვდი­ლამ­დე”, რაც მის კომ­პი­უ­ტერ­შია და ამას არ ვე­ხე­ბო­დი, რად­გან მისი პი­რა­დი ნივ­თია… რომ გა­მეხ­სნა, ერთი წა­მით არ დავ­ტო­ვებ­დი მარ­ტო…

იქ პირ­და­პირ წე­რია: დღე 28, აქე­დან პირ­ველ დღემ­დე რომ ჩა­ვალ, მო­ვიკ­ლავ თავს, გა­დავ­ხტე­ბი აივ­ნი­დან… მე გა­მო­ვი­ცა­ნი, ვუ­თხა­რი – ხომ აპი­რებ გა­დახ­ტო­მას, გა­დახ­ტით­ქო და გა­დახ­ტა 3 სა­ათ­ში… თვი­თონ არ უთ­ქვამს გა­დავ­ხტე­ბიო. გავ­შიფ­რე მე, ად­რინ­დე­ლი, სუ­ი­ცი­დუ­რი ხე­ლის დაჭ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე…

უბ­რა­ლოდ ჩავ­თვა­ლე, რომ ამას გა­და­ა­გო­რებს. მეც მქონ­და მსგავ­სი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი და რომ გა­და­ვა­გო­რე, ჩავ­თვა­ლე ჩემი შვი­ლია და ისიც გა­და­ა­გო­რებ­და… ჩემს თავს შე­ვა­და­რე ჩემი შვი­ლი, რომ ისიც იწ­ვა­ლებს და სა­ბო­ლო­ოდ ვერ გა­ა­კე­თებს…

იყო ასე­თი მო­მენ­ტი: ვი­ჩხუ­ბეთ, სი­ტყვი­ე­რად, ხე­ლი­თაც შე­ვე­ხე, იმი­ტომ რომ ისე­თი რა­ღა­ცის და­კა­ნო­ნე­ბას ცდი­ლობ­და, რაც არ იყო მი­სა­ღე­ბი – ღამე ქუ­ჩა­ში არას­რულ­წლოვ­ნის ყოფ­ნა. იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მი­მე­ხე­და და ხელი გა­და­მე­წია, მაგ­რამ არ მერ­ჩივ­ნა ეწან­წა­ლა, სა­დაც უნ­დო­და, ვიდ­რე ეს?…

შვილ­ზე მა­გა­რი არა­ფე­რი არ არის… ახლა რა­საც ვა­კე­თებ, ინერ­ცი­აა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ტყვე­ო­ბა­ში ვარ… იმი­ტომ რომ, შვი­ლე­ბი მყავს, თო­რემ სა­ერ­თოდ აღარ არის ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რი.

გა­ვუ­ზი­ა­რებ­დი ყვე­ლას, რომ ბავ­შვებ­თან იყა­ვით! არ და­პირ­დეთ რომ წა­იყ­ვანთ და არ “გა­და­აგ­დოთ”, ბავ­შვს უნდა ჰქონ­დეს თქვე­ნი იმე­დი…

მე ვარ დამ­ნა­შა­ვე და უბე­დუ­რიც ვარ, თქვენ იყა­ვით ბედ­ნი­ე­რე­ბი და ნუ იქ­ნე­ბით დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი თქვენს შვი­ლებ­თან. არ იყოთ იმის იმედ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო რო­დის გან­ვი­თარ­დე­ბა. ჩვენ თვი­თონ ავა­შე­ნოთ ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო ჩვენს ოჯა­ხებ­ში და ჩვენს შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით” – ისა­უბ­რა გი­ორ­გი გვარ­ჯა­ლა­ძემ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გა­და­ცე­მა­ში.

ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა, რო­მელ­საც 14 წლის ლენო გვარ­ჯა­ლა­ძე ემსხვერ­პლა თბი­ლის­ში ივ­ნის­ში მოხ­და. მე-9 კლა­სე­ლი გო­გო­ნა კორ­პუ­სის მე-7 სარ­თუ­ლის ფან­ჯრი­დან გა­და­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ლენო (ელე­ნე) გვარ­ჯა­ლა­ძე ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ლულუ კა­ხი­ა­ნის და პრო­დი­უ­სე­რი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რის გი­ორ­გი გვარ­ჯა­ლა­ძის შვი­ლი იყო.

14 წლის ლენო აპ­რილ­ში თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ი­ს დროს და­ღუ­პულ ნიკა ჯორ­ჯა­ძეს­თან და ბექა (ბიკი) ჭი­ღი­ტაშ­ვი­ლთან (ეს უკა­ნას­კნე­ლი ავა­რი­ი­დან ერთ თვე­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა) მე­გობ­რობ­და. ბოლო პოს­ტი, რო­მე­ლიც ლე­ნო გვარ­ჯა­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, გარ­დაც­ვლილ მე­გო­ბარს ეძღვნე­ბო­და:

“ტკი­ვი­ლი. მწა­რე ტკი­ვი­ლი. შიგ­ნი­დან მწვავს. ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­ხართ. ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბით. და­მე­ლო­დეთ. არ­სად წახ­ვი­დეთ. მოვა დრო და ორი­ვეს ისევ ჩა­გე­ხუ­ტე­ბით. ისევ ვივ­ლით და და­ვი­წყებთ რა­ღა­ცე­ე­ბის გა­ფუ­ჭე­ბას. მე­ნატ­რე­ბით. მა­ძუ­გე­ბი forever”.

ambebi.ge

თეგები: გიორგი გვარჯალაძეთვითმკვლელობალენო გვარჯალაძესუიციდი
გაზიარება586

დაკავშირებული -პოსტები

გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია – კულტურის მინისტრი

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია – კულტურის მინისტრი
მთავარი

„საპატრიარქოს, სახელმწიფოს, საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია“ - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა ბაია ბიტაძემ გელათში ვიზიტის დროს განაცხადა. ინფორმაცას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.კულტურის...

დაწვრილებითDetails

ნატა ვიბლიანის საქმეზე ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ადვოკატი
მთავარი

ნატა ვიბლიანის საქმეზე დასრულდა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები - ამის შესახებ დაზარალებული ქალის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. პროკურატურისგან ველოდებით არსებულ მტკიცებულებათა ობიექტურ შეფასებას, რასაც უნდა მოყვეს მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება....

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს 6 ნოემბერს დღის სხვადასხვა მონაკვეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 177 ფაქტი გამოვლინდა -10 თვის სტატისტიკა

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები დამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1266 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 154 სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

ლაგოდეხში MMA-ის მებრძოლი, 22 წლის ვალერი ყოჩიაშვილი დაჭრეს

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
ლაგოდეხში MMA-ის მებრძოლი, 22 წლის ვალერი ყოჩიაშვილი დაჭრეს
მთავარი

ლაგოდეხში მომხდარი დაპირისპირების დროს შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი, ვალერი ყოჩიაშვილი დანით დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოძიების ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის მკვიდრი, სპორტსმენი ლაგოდეხში...

დაწვრილებითDetails

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „არც კი ვიცი, რა დავწერო… სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღაშვილის ხსოვნაც იცოცხლებს დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა“, - წერს აჩიკო...

დაწვრილებითDetails

ელენიკო აღარ ჰყავს ჩვენს ქალაქს – ქუთაისში პატარა გოგოს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
ელენიკო აღარ ჰყავს ჩვენს ქალაქს  – ქუთაისში პატარა გოგოს ემშვიდობებიან
მთავარი

"ელენიკო აღარ ჰყავს ჩვენს ქალაქს" - ქუთაისში, მძიმე დაავადებასთან მებრძოლი პატარა გოგონა გარდაიცვალა ელენიკო ორბელაძე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მძიმე დაავადებას ებრძოდა. პატარა ელენიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საზოგადოებამ ჯერ კიდევ გასულ...

დაწვრილებითDetails

ხანძარია შენობაში, სადაც ტელეკომპანია “ფორმულაა” განთავსებული

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
ხანძარია შენობაში, სადაც ტელეკომპანია “ფორმულაა” განთავსებული
მთავარი

ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, 9 სახანძრო მანქანა მუშაობს - "პირველების" ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ამ წუთებში 15-მდე ჯგუფი მიემართება. შენობაში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“, ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ტელეწამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და სამეგრელოში სამ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
იმერეთსა და სამეგრელოში სამ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთსა და სამეგრელოში ობიექტებს დარღვევების გამო  საწარმოო პროცესი შეუჩერა. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთისა და სამეგერელო-ზემო სვანეთის  დეპარტამენტების უფლებამოსილმა პირებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევებისთვის ობიექტებს  საწარმოო...

დაწვრილებითDetails

“ერთად უპოვიათ მანქანაში, ექსპერტებს უთქვამთ, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო“ – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების შესახებ

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
“ერთად უპოვიათ მანქანაში, ექსპერტებს უთქვამთ, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო“ – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების შესახებ
მთავარი

ქუ­თა­ის­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პულ ბი­ჭებს გლო­ვო­ბენ. უმ­ძი­მე­სია ის ტკი­ვი­ლი, რა­საც ახლა მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან. ტრა­გე­დია გუ­შინ, მწვა­ნეყ­ვა­ვი­ლას და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და. რი­ო­ნ­ჰეს­თან ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე რი­ონ­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბილ­ში ორი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"