ნატა ვიბლიანის საქმეზე დასრულდა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები – ამის შესახებ დაზარალებული ქალის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
პროკურატურისგან ველოდებით არსებულ მტკიცებულებათა ობიექტურ შეფასებას, რასაც უნდა მოყვეს მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტ დეტალს ამ ეტაპზე არ გავაჟღერებ.
დიდი მადლობა საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის! – დაწერა კაკაბაძემ.
ნატა ვიბლიანს უკვე დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქალი ამბობს, რომ 1990-იან წლებში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.










