LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ერთად უპოვიათ მანქანაში, ექსპერტებს უთქვამთ, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო“ – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების შესახებ

“ერთად უპოვიათ მანქანაში, ექსპერტებს უთქვამთ, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო“ – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების შესახებ

დაპოსტა 2026/11/04-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ქუ­თა­ის­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პულ ბი­ჭებს გლო­ვო­ბენ. უმ­ძი­მე­სია ის ტკი­ვი­ლი, რა­საც ახლა მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან.

ტრა­გე­დია გუ­შინ, მწვა­ნეყ­ვა­ვი­ლას და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და. რი­ო­ნ­ჰეს­თან ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე რი­ონ­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბილ­ში ორი ახალ­გაზ­რდა იჯდა. მათ ორ სა­ათ­ზე მეტ­ხანს ეძებ­დნენ. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ მყვინ­თა­ვე­ბი, სა­მაშ­ვე­ლო და სა­ხან­ძრო ბრი­გა­დე­ბი. ახ­ლობ­ლე­ბი. ბოლო წუ­თამ­დე იმედს არ კარ­გავ­დნენ, მაგ­რამ სა­უ­ბე­დუ­როდ ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მოჩ­ნდა.

მაშ­ვე­ლებ­მა ამო­იყ­ვა­ნეს ის მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც სი­ცო­ცხლით სავ­სე ახალ­გაზ­რდე­ბი ის­ხდნენ.

გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭე­ბი ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან. ორი­ვე ერთ უბან­ში, ნი­კე­ა­ზე ცხოვ­რობ­და. 20 წლის მათე ობო­ლა­ძე და 18 წლის ბერ­დია ხა­ბუ­ლი­ა­ნი. მათი ცხედ­რე­ბი ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი­დან პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს და სახ­ლებ­ში გვი­ან მი­ას­ვე­ნეს.

მათე ობო­ლა­ძე (მარ­ცხნივ) და ბერ­დია ხა­ბუ­ლი­ა­ნი (მარ­ჯვნივ)

 

სო­ცი­ა­ლუ­რ ქსე­ლში ბიჭებს ემ­შვი­დობებიან:

“რამ­დე­ნი მო­გო­ნე­ბა გვაქვს ერ­თად, რამ­დე­ნი სი­ცი­ლი, რამ­დე­ნი ლა­პა­რა­კი, რამ­დე­ნი და­უ­ვი­წყა­რი დღე, ვინ იფიქ­რებ­და, რომ ოდეს­მე ამ მო­გო­ნე­ბებს ცრემ­ლე­ბით გა­ვიხ­სე­ნებ­დი. რამ­დე­ნი რამ დაგ­ვრჩა კი­დევ გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რამ­დე­ნი ამ­ბა­ვი მო­სა­ყო­ლი… ვერ ვი­ჯე­რებ, რომ ვე­ღარ შევ­ხვდე­ბით, ვე­ღარ გა­ვი­ცი­ნებთ ერ­თად. ყვე­ლა მო­გო­ნე­ბა ახლა გულ­ში მტკივ­ნე­უ­ლად ცო­ცხლობს. ნე­ტავ, კი­დევ ერთხელ შე­მეძ­ლოს შენ­თან სა­უ­ბა­რი. ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბი. მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ წუ­თის­თვის, რო­მე­ლიც ერ­თად გვქონ­და. არა­სო­დეს და­გი­ვი­წყებ, ჩემო სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რო. მიყ­ვარ­ხარ ბერ­დო, მუ­დამ ჩემს გულ­ში იქ­ნე­ბი ჩემო ცხოვ­რე­ბა”, – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბერ­დი­ას მე­გო­ბა­რი.

ბერ­დია ხა­ბუ­ლი­ა­ნი

 

რო­გორც ამბები ge-ს უთხრეს, ბერ­დია იჯდა სა­ჭეს­თან ამ დიდი ტრა­გე­დი­ის დროს. მას ძალ­ზედ და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ.

“ბიჭი, რო­მე­ლიც და­აკ­ლა ქა­ლაქს. სა­ო­ცა­რი ბიჭი იყო ბერ­დია, ახლა იწყებ­და ცხოვ­რე­ბას. ხა­ლი­სი­ა­ნი მე­გობ­რე­ბის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი. მო­ღი­მა­რი. ნუ გე­ში­ნია, თიკო, მე არა­ფე­რი და­მე­მარ­თე­ბაო, ამ სი­ტყვებს ეუბ­ნე­ბო­და სახ­ლი­დან გას­ვლის წინ ბერ­დია დე­დას. ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი დედა ჰყავს, ყვე­ლაფ­რის ეში­ნო­და ზო­გა­დად და სულ ფრთხი­ლობ­და. მოხ­და ამ­ხე­ლა უბე­დუ­რე­ბა. და­ვი­ხო­ცეთ ჩვენც, ყვე­ლა­ნი ისე გან­ვიც­დით ამ ამ­ბავს… მან­ქა­ნა რომ ამო­იყ­ვა­ნეს მაშ­ვე­ლებ­მა გუ­შინ, ორი­ვე ერ­თად უპო­ვი­ათ მან­ქა­ნა­ში, ასე უთ­ქვამთ ექ­სპერ­ტებს, ისე იყ­ვნენ ერ­თმა­ნეთ­ზე ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლე­ბი, ძლივს და­ვა­ცი­ლე­თო.

მა­თეს გული გას­კდო­მია და ბერ­დია უკ­ნი­დან მი­ხუ­ტე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, ეტყო­ბა, ცდი­ლობ­და მან­ქა­ნი­დან მის გად­მოყ­ვა­ნას. ისე­თი იყოო ბი­ჭებ­მა, არ მი­ა­ტო­ვებ­და არა­ვი­სო. უღა­ლა­ტო ბავ­შვი აღარ გვყავს. ძა­ლი­ან და­აკ­ლდე­ბა ყვე­ლას. მი­ჭირს წარ­სულ­ში მას­ზე სა­უ­ბა­რი. ქუ­თა­ი­სის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა და­ამ­თავ­რა. აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია მათი ოჯა­ხი, ისე ხა­ბუ­ლი­ა­ნე­ბის ძირი ლენ­ტე­ხი­დან არის, ლენ­ტეხ­ში ცხოვ­რობს მისი ბე­ბია და ბა­ბუა. ძა­ლი­ან კარგ გა­რე­მო­ში აღ­ზრდი­ლი ბიჭი იყო ბერ­დია. ქუ­თა­ის­ში, ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­დნენ, ახა­ლი გა­და­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ ნი­კე­ა­ზე. უნი­ჭი­ე­რე­სი იყო. ჰყავს პა­ტა­რა და­ი­კო.

სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია ამ ან­გე­ლო­ზი ბი­ჭე­ბის ოჯა­ხე­ბის სა­ნუ­გე­შებ­ლად. ვუ­სამ­ძიმ­რებ მათ ოჯა­ხებს. გაძ­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ მშობ­ლებს”, – ამ­ბობს ბერ­დია ხა­ბუ­ლი­ა­ნის დე­დის მე­გო­ბა­რი და ძა­ლი­ან გა­ნიც­დის მომ­ხდარს:

“ამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა იღუ­პე­ბა …..ამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა. ეს არ არის მარ­ტო ამ ოჯა­ხე­ბის ტკი­ვი­ლი, ყვე­ლას გვტკი­ვა. ჩვენ ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან, სულ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დში ვართ ხოლ­მე ჭირ­სა და ლხინ­ში. დე­დას შვი­ლი არ უნდა უკ­ვდე­ბო­დეს. ვუ­სამ­ძიმ­რებ ორი­ვე ოჯახს.”

“შოკ­ში ვარ, ჩვე­ნი ბერ­დო აღარ გვყავს. რო­გო­რი გაზ­რდი­ლი შვი­ლი. ეს არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო”, – ამ­ბობს კი­დევ ერთი მისი ახ­ლო­ბე­ლი.

სტკი­ვათ მომ­ხდა­რი მათე ობო­ლა­ძეს მე­გობ­რებს.

“სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია იმის გა­მო­სა­ხა­ტად, რა­საც ახლა ვგრძნობთ. ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ო­დით, ამ­დე­ნი წელი გვა­კავ­ში­რებ­და, ამ­დე­ნი სა­ერ­თო მო­გო­ნე­ბა გვქონ­და და ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ერთ დღეს ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად დაგვტო­ვებ­დი. რო­გო­რი ძნე­ლია იმის გა­აზ­რე­ბა, რომ აღარ იქ­ნე­ბი, რომ ვე­ღარ შეგ­ხვდე­ბით, ვე­ღარ გა­გე­სა­უბ­რე­ბით. რით ვა­ნუ­გე­შოთ შენი ოჯა­ხი, რა სი­ტყვე­ბით შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ ეს აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლი? ძა­ლი­ან ადრე წახ­ვე­დი, მათე, ძა­ლი­ან ადრე… უფალ­მა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს შენი სული”, – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათე ობო­ლა­ძის მე­გო­ბა­რი.

“ძა­ლი­ან მი­ჭირს მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი. ეს უბე­დუ­რე­ბა რო­გორ დატ­რი­ალ­და არ ვიცი, გე­ტყვით იმას, რომ უსაყ­ვარ­ლე­სი, ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ბიჭი, მათე ობო­ლა­ძე და­ი­ღუ­პა ავა­რი­ის დროს. ძა­ლი­ან თბი­ლი და ტკბი­ლი ბიჭი, ყვე­ლას რომ უყ­ვარ­და. არ ვიცი რა ვთქვა, შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ. ან მის­მა დე­დამ რო­გორ უნდა გა­უძ­ლოს ამ უსაშ­ვე­ლო ტკი­ვილს. გული გა­მე­ყი­ნა. სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ. მარ­თლა ყვე­ლას­გან რომ გა­მო­ირ­ჩე­ო­და ბავ­შვო­ბი­დან ისე­თი ბავ­შვი იყო. ჩემს თვალ­წინ გა­ი­ზარ­და და და­ვაჟ­კაც­და. ჩემი შვი­ლის თა­ნაკ­ლა­სე­ლი და სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია. ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მო­დი­ოდ­ნენ. ჩვე­ნი უსაყ­ვარ­ლე­სი მა­თუ­ნა არ გვყავს. ახლა ექ­სპერ­ტი­ზა­ზე ჰყავთ და ყვე­ლა იქ ელო­დე­ბა რო­დის გა­ა­ტა­ნენ სახ­ლში მა­თუ­ნას.

მათე სტუ­დენ­ტი იყო, წე­რეთ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა იყო, 20 წლის ბიჭი აღარ გვყავს, ეს მწა­რე რე­ა­ლო­ბაა, მა­ტეს მას­ზე პა­ტა­რა და ჰყავს. ”- უყვება ამბებს მა­თეს მე­გობ­რის დე­და და სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო.

 

კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ამ­ბობს, რომ ად­გი­ლი, სა­დაც ტრა­გე­დია მოხ­და სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლია.

“ცოდ­ვა მად­ლის გა­კი­თხვაა იქ, ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა. არც მო­ა­ჯი­რე­ბი არის, არც გზა ვარ­გა, ქვე­ბი ცვი­ვა და ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ გვაქ­ცევს. მო­სახ­ლე­ო­ბა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ვწვა­ლობთ სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მის გაწ­მენ­დას, გზის გა­სუფ­თა­ვე­ბას ხედ­ვა რომ იყოს, მო­სახ­ლე­ო­ბამ რომ არ გაწ­მინ­დოს მძღო­ლი შემ­ხვედრს ვერ შე­ხე­დავს და გარ­და­უ­ვა­ლია საფრ­თხის აცი­ლე­ბა… უპატ­რო­ნო ქვე­ყა­ნა ვართ, არა­ერ­თხელ მი­მარ­თა მო­სახ­ლე­ო­ბამ მე­რი­ას ჯე­ბი­რებ­ზე. სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ვწვა­ლობთ რამე გა­კეთ­დეს, ასე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა… მო­სახ­ლე­ო­ბა ვი­თხოვთ წლე­ბია მო­ა­ჯი­რებს და არ აკე­თე­ბენ, არის სა­ხი­ფა­თო გზა”, – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­ცხოვ­რე­ბე­ლი ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნი და ითხოვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სას­წრა­ფოდ სა­ჭი­რო ზო­მე­ბი მი­ი­ღოს.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. ტრა­გე­დი­ის მი­ზეზს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­ად­გე­ნენ.

სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს.

წყარო: ამბები .ge

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

თვითმფრინავში 16 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
თვითმფრინავში 16 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
მთავარი

პოლონეთში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც თვითმფრინავში 16 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენას ედავებიან. სასამართლომ ბრალდებულს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პოლონური გამოცემა RMF24-ის ინფორმაციით, შემთხვევა 30 ოქტომბერს,...

დაწვრილებითDetails

ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გურჯაანში ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგში გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბოძს შეეჯახა და დაბლობში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია სამი პირი. ისინი...

დაწვრილებითDetails

მარნეულის საკრებულოს მაღალჩინოსნის შვილმა ცოლზე მერიის შენობაში იძალადა – სამირა ბაირამოვა

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

მარნეულის მერიაში დასაქმებული ქალი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა მერიის შენობაში - ინფორმაციას სოციალურ ქსელში უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ძალადობაში მხილებული კაცი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილია. ბაირამოვას თქით,...

დაწვრილებითDetails

“უარს ვამბობ ვიყო რაიმე ვაჭრობის და გაცვლის ობიექტი “- მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
დღევანდელ სასამართლო პროცესში მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება
მთავარი

ამერიკის კონგრესის არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგეს „დემოკრატებმა“, რომელთაც უპირატესობა მოიპოვეს ორივე პალატაში. ეს არის სასტიკი მარცხი „რესპუბლიკელებისთვის“, რომელთაც არ უშველა ელონ მასკის და სხვა სუპერ მდიდრების მიცემულმა დიდძალმა დაფინანსებამ, -...

დაწვრილებითDetails

“დიდი წვლილი შეიტანა ეპარქიამ ჩვენი ეკლესიის გაძლიერებისა და განვითარების საქმეში” – პატრიარქის კომენტარი ხონში ვიზიტისას

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
“დიდი წვლილი შეიტანა ეპარქიამ ჩვენი ეკლესიის გაძლიერებისა და განვითარების საქმეში” – პატრიარქის კომენტარი ხონში ვიზიტისას
მთავარი

ხონისა და სამტრედიის ეპარქიის აღდგენის 30 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა. ხონისა და სამტრედიის ეპარქიის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ხონს საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III ეწვია. პატრიარქმა მეუფე საბასთან...

დაწვრილებითDetails

მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ მცირე ხნით მგზავრებს ვერ მოემსახურება

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
რა ხდება ამ წუთებში მეტროს საბურთალოს ხაზზე
მთავარი

მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ მცირე ხნით მგზავრებს ვერ მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ ექსკალატორის სახელური დაზიანდა, რის გამოც სადგური მგზავრთა მიღებაზე მცირე ხნით დაიკეტა. მათივე ცნობით, ექსკალატორის სახელურის აღდგენითი სამუშაოები ზედა...

დაწვრილებითDetails

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. შესაძლოა, სამსახურში საინტერესო წინადადება მიიღოთ ან დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე წარმატებით დაასრულოთ. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კურო დღეს თქვენი მთავარი...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა 45 870 ლარის ღირებულების პროდუქცია მიისაკუთრა....

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების, ასევე ნარკოტიკული საშუალების  უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების ვინაობა

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
ცნობილია ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების ვინაობა
მთავარი

ავარიას ქუთაისში მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი ემსხვერპლნენ. ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, მდინარე რიონში გადავარდა. შემთხვევა მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"