გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1266 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 154 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 880 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 386 – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.
2026 წლის 10 თვეში დალუქულია 56 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი – 303 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში.
სამეგრელო-ზემო სვანეთში – 225, კახეთში – 203, იმერეთში – 177, სამცხე-ჯავახეთში – 101, გურიაში – 66, ქვემო ქართლში – 60, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 51, მცხეთა-მთიანეთში – 38, შიდა ქართლში კი – 35.










