ლაგოდეხში მომხდარი დაპირისპირების დროს შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი, ვალერი ყოჩიაშვილი დანით დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის მკვიდრი, სპორტსმენი ლაგოდეხში სუფრასთან იმყოფებოდა, სადაც დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა.
მას ცივი იარაღით მუცლის ღრუში დაზიანება მიაყენეს. დაჭრილს ქირურგიული ოპერაცია ლაგოდეხის კლინიკაში ჩაუტარდა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ექიმები მას კლინიკიდან უახლოეს ხანში გაწერენ.
ვალერი იგივე “გორილა“ ყოჩიაშვილი MMA-ს სპორტსმენია. მან სამჭიდში საქართველოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ ორი წლის განმავლობაში მოიპოვა, მიღებული აქვს “გამას“ საჩემპიონო ქამარიც.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსაკ 126-ე, 117- ე და 187-ე მუხლებით.










