საქართველოში უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსით დაავადების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ კი 14 440-ს მიაღწია.შემთხვევების უმეტესობა, 366 თბილისში გამოვლინდა, 286 შემთხვევა კი აჭარაში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 53% უკვე გამოჯანმრთელებულია და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 7 307-ს მიაღწია. მეგა ტვ დაინეტრესდა თუ რას ფიქრობენ ქუთაისში შექმნილ ეპიდვითარებაზე და რამდენად იცავენ ისინი რეგულაციებს.
ქვისცვენის გამო, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, (ქ.ონის შესასვლელი) ქვისცვენის გამო დროებით იკრძალება ყველა...









