LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება

სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება

დაპოსტა 2021/05/26-ში
A A
610
ნახვა
გაზიარება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან განაცხადეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

„კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი პირველად განათდება ქართული დროშის ფერებში.

ასევე, ქ. ტორონტოში პირველად გაიმართება საქართველოს დროში აღმართვის ცერემონია. 1-ელ ივნისს კი, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში, გუბერნატორის სასახლეში გაიხსნება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ვიქტორიაში არსებული „აფხაზის ბოტანიკური ბაღის“ დამაარსებლის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი ქართველი მოღვაწის, კოტე აფხაზის შვილის, ნიკო აფხაზის საგვარეულო ქართული ჩოხა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბრაზილიაში განათდა სან პაულოს შტატის ინდუსტრიათა ფედერაცია, რიო- დე- ჟანეიროში კი საქართველოს დროში ფერებში ქრისტეს ცნობილი ქანდაკება განათდება.

„საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერები გამოისახება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობაზე. კერძოდ, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ქ. კანბერაში, ავსტრალიის ეროვნული კარილიონი. ბელგიაში, 26 მაისის აღსანიშნავად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების – Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება, ხოლო ბულგარეთში ქართული დროშის ფერებით განათდება კულტურის ეროვნული სასახლე, ჩრდილოეთ მაკედონიაში კი – სკოპიეს არქეოლოგიური მუზეუმი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გერმანიაში, გერმანული ვოისის გამარჯვებულის ნათია თოდუას მიერ შესრულდება საქართველოს ჰიმნი, ასევე, ქ, მაინის ფრანკფურტში ზაარბრიუკენის მერიის სამრეკლოს მეშვეობით შესრულდება ქართული პოპულარული სიმღერა აკაკი წერეთელის ლექსზე, „სულიკო“. შესრულების პარალელურად გაშვებული იქნება საჰაერო ბუშტები საქართველოს დროშის ფერებში.

„ესტონეთში, ტალინის ცენტრში მდებარე ბიზნეს ცენტრი განათდება საქართველოს დროშის ფერებში და ტალინის ძველ ქალაქთან მდებარე თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე საქართველოს დროშა გამოისახება.

თურქეთში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ანკარის მთავარი სიმბოლო – „ათაქულეს კოშკი“, ამასთან განათების ქვეშ, მორბენალი სტრიქონის სახით გაშვებული იქნება მილოცვა თურქულ და ინგლისურ ენებზე.

ასევე, კვიპროსის დედაქალაქში, ნიქოსიაში, საქართველოს დროშის ფერებით განათდება Eleftheria square-ი და ქალაქის მერიის შენობა.

26 მაისს, დიდ ბრიტანეთში, ქ. ბრისტოლის მერიასთან ბრისტოლის ლორდ-მერის მიერ აღიმართება საქართველოს დროშა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პირველად საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, 26 მაისს,ათენის ომონიის მოედნის შადრევანი საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

„ირლანდიაში ქართული დროშის ფერებში განათდება ლორდ – მერის შენობა და დუბლინის მთავარ ქუჩებში გამოიფინება საქართველოს დროშები.

იერუსალიმში,იერუსალიმის კედლები ასევე განათდება საქართველოს დროშის ფერებით.

ასევე, 26 მაისის აღსანიშნავად, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვის ცენტრალური ხიდები, ასევე ქ. კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი, ქ.ვილნიუსის ცენტრალურ მოედანზე კი გაიშლება საქართველოს გიგანტური დროშა და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

ასევე, კატარში, დოჰაში, ცენტრალურ ადგილას მდებარე ისტორიული შენობა განათდება საქართველოს დროშის ფერებით, რაც პირველი შემთხვევაა რეგიონში.

26 მაისს, ნიდერლანდებში, ქართველი მუსიკოსების მიერ, ჰააგის ცენტრში შესრულდება მუსიკალური ნომერი, ხოლო ჰააგის წმ.იაკობის სახელობის უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ასევე, საქართველოს საელჩო განათდება ქართული დროშის ფერებში; საქართველოს დროშის ფერებში განათდება სლოვენიაში საქართველოს საელჩოც.

პოლონეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ.ვროცლავის სტადიონი განათდება საქართველოს დროშის ფერებში.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, უნგრეთში, ბუდაპეშტში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი განათება ქართული დროშის ფერებში, ხოლო უნგრული ბენდი „Vardis Kucha” საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართას კონცერტს.

უკრაინაში, კიევსა და ქ.ოდესაში საქართველოს დროშის ფერებით განათდება მერიის შენობები, ასევე, ოდესაში სარეკლამო ბილბორდებზე საქართველოს დროშა გამოისახება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება შვეიცარიას, კანტონ გრაუბიუნდენში გაიმართება საზეიმო კონცერტი ქართველ და შვეიცარიელ მევიოლინეთა ერთობლივი ორკესტრის მონაწილეობით.

„ჩეხეთში, საქართველოს ეროვნული დღის აღსანიშნავად, 5-30 მაისის პერიოდში იმართება გამოფენა „ქართული სამოსი“, სადაც წარმოდგენილია ლადო გუდიაშვილის ესკიზების ასლები, ასევე 26 მაისის აღსანიშნავად, გავრცელდება ჩეხური გუნდის „ ჰაერი“ მიერ შესრულებული ქართული ფოლკლორული სიმღერა.

უზბეკეთში, 26 მაისთან დაკავშირებით, ქ. ტაშკენტის ცენტრალურ მოედანზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო ასევე განათება საქართველოს დროშის ფერებში. ხოლო, შენობის ფასადზე გაშვებული იქნება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეო.

ამასთან,25 მაისს, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა ქ. ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება244

დაკავშირებული -პოსტები

ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
მთავარი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ სადმე შეგხვდათ და ნახეთ, გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე 557490450 მაკა...

დაწვრილებითDetails

“ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში” – ელენე ხოშტარია

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

დიქტატურა დიდი ხანია არსებობს, პოლიტიკა დიდი ხანია შეწყვეტილია, თავისუფლება დიდი ხანია შეწყვეტილია, არჩევანის თავისუფლება დიდი ხანია წართმეულია - ამას ჰქვია დიქტატურა და არა ამ დიქტატურაზე უბრალოდ კანონის მიღებას, - ამის...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში, კაცმა მეზობელი ქალი დაჭრა – სახლში მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში შეიარაღებული პირი როგავების ოჯახს თავს დაესხა და ახალგაზრდა 35 წლამდე ქალი დაჭრა. დაჭრილი ქალი რამდენიმე ჟურნალისტს თავად დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ სადილობის დროს მას და მამამისს...

დაწვრილებითDetails

ზურა ჯაფარიძე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალდება წაუყენეს
მთავარი

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში მისი დაკავების გარემოებებზე განცხადებას ავრცელებს.   როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, მას 2025 წლის ნოემბრიდან, თურქეთში შესვლა ეკრძალება.   ჯაფარიძე აღნიშნავს,...

დაწვრილებითDetails

გიორგი შარაშიძე – საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინებენ სრულიად არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას – „ოცნება“ ძალიან მწარედ აგებს პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინებენ სრულიად არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთადერთი ფუნქცია დაუტოვეს, „ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გაფორმება - „ოცნებას“ მინდა ვუთხრა, რომ ეს სრულიად უკანონო და არაკონსტიტუციური ქმედებაა, რომელიც სწორედ მათთვის იქნება...

დაწვრილებითDetails

ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ – ამ ინიციატივას კონსტიტუციის თავზე გადახევად ვთვლით – თამარ ჩერგოლეიშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
” შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება!”- თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე
მთავარი

ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას ჩვენ არ ვაპირებთ, ამ ინიციატივას კონსტიტუციის თავზე გადახევად ვთვლით, - ასე გამოეხმაურა „ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო...

დაწვრილებითDetails

” მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, იმოქმედონ ” – გიორგი გახარია პარტიების აკრძალვის საკითხზე

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა – გიორგი გახარია
მთავარი

პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს ეხმაურება და საერთაშორისო პარტნიორებს მოქმედებისკენ მოუწოდებს. “მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, იმოქმედონ და მტკიცედ დაუდგნენ გვერდში ქართველ ხალხს დემოკრატიის, პლურალიზმისა...

დაწვრილებითDetails

ცნობილი ექიმი გარდაიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ფეისბუკ გვერდი „საზოგადოება ხობელი“ ცნობილი ექიმის, სვეტლანა გვათუას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დამსახურებული ექიმი - პედიატრის ღირსების ორდენის კავალერისა და საზოგადოება " ხობელის" წევრის სვეტლანა გვათუას გარდაცვალების...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო საქართველოში?

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა დაიკლო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 150 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.07%-ით...

დაწვრილებითDetails

” მანანა კობახიძის გადაწყვეტილება აჩვენებს იმ ზეწოლას, რაც არის მოსამართლეებზე ” – ანა წითლიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
“ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე”-ანა წითლიძე
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძის გადაწყვეტილება, ჯერ თვითარიდება მიეცა პარტიების საკითხის აკრძალვისთვის და შემდეგ საერთოდ დაეტოვებინა თანამდებობა, ძალიან ნათლად აჩვენებს იმ ზეწოლას, რაც ხორციელდება მოსამართლეებზე, რომ მიიღონ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, სამართლებრივ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"