საქართველო ამერიკისგან 27 000 ტონა ხორბალს მიიღებს, – ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და ტვირთი პორტში დაახლოებით ერთ თვეში შემოვა, რაც ხორბლის ფასის სტაბილურობის გარანტიაა.
ლევან სილაგავას განმარტებით, რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები არ ნიშნავს, რომ საქართველოში რუსული ხორბალი ვეღარ შემოვა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე პრობლემები მაინც შეიქმნა სექტორი ამ გამოწვევისთვის მზად არის.
ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს ამ ეტაპზე რამდენიმე თვის მარაგები გააჩნია, რომელიც მინიმუმ ახალი მოსავლის მიღებამდე საკმარისი იქნება.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, რუსეთი მარცვლეულის ექსპორტს პირველ ივლისამდე წყვეტს. საუბარია ხორბალზე, ქერსა და შვრიაზე. კვოტა- 7 მილიონი ტონა, რომელიც პირველი აპრილიდან მარცვლეულის ექსპორტზე იყო დაწესებული სრულად ათვისებულია.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ექსპორტის შეჩერება, დაასტაბილურებს ფასს მარცვლეულზე და დააკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას ხორბალზე. შეზღუდვა არ ვრცელდება ევრაზიული კავშირის ქვეყნებზე.