ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უტარდება შესაბამისი მკურნალობა, რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა, ირაკლი გოგინავას თქმით სტაციონარში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ მიუღიათ.
რაც შეეხება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს, აქაც „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას გამოჯანმრთელებაზე საკონტროლო ტესტს სავარაუდოდ კვირას აუღებენ. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძოს თქმით პაციენტი ე.წ. ღვანკითის კლასტერიდან არის.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს უკვე 39 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში ახალი პაციენტები არ მიუღიათ.