LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რატომ თარგმნის პარლამენტი კანონმდებლობას მხოლოდ რუსულ ენაზე?

რატომ თარგმნის პარლამენტი კანონმდებლობას მხოლოდ რუსულ ენაზე?

დაპოსტა 2019/12/23-ში
A A
122
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პარლამენტში წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკით პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა მხოლოდ რუსულ ენაზე ითარგმნება.

პარლამენტის მიერ მიღებული აქტების რუსულ ენაზე თარგმნა და კომპიუტერული უზრუნველყოფა საორგანიზაციო დეპარტამენტს ევალება პარლამენტის აპარატის დებულებით, რომელიც 2006 წელს არის მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ დებულებაში ცვლილებები 2019 წელსაც შევიდა, თარგმანთან დაკავშირებული ჩანაწერი არ შეცვლილა.

ზემოაღნიშნულ პრაქტიკაზე ყურადღებას ამახვილებს და მის შეცვლას იმედოვნებს საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა.

“საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უკლებლივ ყველა კანონი და სხვა აქტი პარლამენტის აპარატის მიერვე ითარგმნება რუსულ ენაზე და დევს პარლამენტის ვებგვერდზე. სხვა ენაზე, მაგალითად ინგლისურად, არც ითარგმნება და, შესაბამისად, არც დევს. პარლამენტის თავმჯდომარის დამტკიცებულია დებულება, რომელიც აპარატის კონკრეტულ დეპარტამენტს ავალებს პარლამენტის მიერ მიღებული აქტების რუსულ ენაზე თარგმნას (დებულების 21-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი). არ მესმის ამ საქმიანობის მიზანშეწონილობა. იმედი მაქვს, შეიცვლება”, – წერს თათული თოდუა სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე განმარტავს, რომ კანონმდებლობის რუსულ ენაზე თარგმნის მიზანია, საქართველოს რეფორმები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს რეგიონის ქვეყნებისთვის.

“რუსულად კანონმდებლობის თარგმანი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის ძალიან საინტერესოა ის რეფორმები, რომელიც ჩვენთან ხორციელდება და რუსულ ენაზე მათთვის უფრო ხელმისაწვდომია კანონმდებლობა, რომელიც ჩვენს რეფორმებს საფუძვლად ედება. განსაკუთრებით საუბარი მაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე (აზერბაიჯანი, ბელარუსის რესპუბლიკა, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა), ასევე, ყაზახეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, საიდანაც ძალიან ხშირად გვაქვს სასწავლო ვიზიტები და ისინი ინტერესდებიან კანონმდებლობით, რომლის საფუძველზეც წარმატებული რეფორმები ხორციელდება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძის თქმით, პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტი კანონმდებლობას ინგლისურ ენაზე არ თარგმნის იმიტომ, რომ ამას საკანონმდებლო მაცნე აკეთებს.

“საკანონმდებლო მაცნე ახორციელებს ამ კანონმდებოლობის ინგლისურად თარგმნას, ამიტომ დამატებითი რესურსების ხარჯვის საჭიროება აქ არ არის. სხვა შემთხვევაში აუცილებლად პირველ რიგში ინგლისურად ითარგმნებოდა”, – განაცხადა მიქანაძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე კანონმდებლობის თარგმანთან დაკავშირებით არავითარი ცვლილებები არ იგეგმება.

 

netgazeti.ge

თეგები: თარგმნაინგლისურიკანონმდებლობაპარლამენტირუსული
გაზიარება53

დაკავშირებული -პოსტები

უვადო პატიმრობა ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულებს

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოაცხადა
მთავარი

უვადო პატიმრობა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა  მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულებულებს დღეს მიესაჯათ. დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. მათგან, დავით მიქაძესა და...

დაწვრილებითDetails

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საკომპენსაციო თანხის მოცულობა 5.375 მლნ ლარით გაიზარდა

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
დატბორილია სახლები – საგურამოში მაშველების მობილოზებაა
მთავარი

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საკომპენსაციო თანხის მოცულობა 5.375 მლნ ლარით გაიზარდა. ამის შესახებ მთავრობის მთღავრობის 1-ლი მაისით დათარიღებული განკარგულებიდან ხდება ცნობილი, რომლითაც ცვლილება 19 მარტის დოკუმენტში შევიდა. საუბარია, 2025...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მთავარი

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები - დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. მოსამართლის...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია-ზელენსკი

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს
მთავარი

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. უკრაინა შემდგომ ნაბიჯებს სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე განსაზღვრავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის ოპერაციები ფრონტის ყველა ძირითად სექტორში გრძელდება...

დაწვრილებითDetails

ეს განცხადება ჩემი გადმოსახედიდან იყო სამარცხვინო და ამით კიდევ უფრო მეტად გამოიხატება ილია მეორის უპატივცემულობა-მარიამ ლაშხი

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
პარლამენტის განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს
მთავარი

ეს განცხადება ჩემი გადმოსახედიდან იყო სამარცხვინო და ამით კიდევ უფრო მეტად გამოიხატება ილია მეორის უპატივცემულობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოს...

დაწვრილებითDetails

ბაჩო ახალაია მტრის ჯინაზე კარგად არის-ანი ნადარეიშვილი

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
“ეს ხელისუფლება არის დასამხობი” – ბაჩო ახალაია
მთავარი

ბაჩო ახალაია მტრის ჯინაზე კარგად არის, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ბაჩო ახალაიას ცოლმა, ანი ნადარეიშვილმა განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა, თუ როგორ გრძნობს თავს ახალაია ან ჯანმრთელობის...

დაწვრილებითDetails

წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის-პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
,,ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც მის წინამორბედ მთავრობასთან” – პაველ ჰერჩინსკი
მთავარი

წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. პაველ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში, საწვავი ისევ გაძვირდა

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა -„პლატსის“ მიხედვით
ეკონომიკა

საქართველოში, საწვავი ისევ გაძვირდა. კერძოდ, ზოგიერთ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა. შედეგად, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში საწვავის...

დაწვრილებითDetails

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმს დრონებით შეუტიეს და საბავშვო ბაღის შენობას დაარტყეს

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმს დრონებით შეუტიეს და საბავშვო ბაღის შენობას დაარტყეს
მთავარი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმს დრონებით შეუტიეს და საბავშვო ბაღის შენობას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ადგილობრივი „ტელეგრამ“ არხების ცნობით, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი. სუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა,...

დაწვრილებითDetails

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდნენ

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
“ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ”- ლევან იოსელიანი
მთავარი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდნენ. მშობლები განმარტავენ, რომ შეხვედრის მთავარი თემა მედიკამენტებით უზრუნველყოფა იყო. ამასთან, მათივე თქმით, საუბარი შეეხო შეკრებისა და გამოხატვის უფლების დარღვევას....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"