იტალიური მედიის ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულია საქართველოს მოქალაქე ბადრი ჭელიძე, რომელიც ცხოვრობს რეჯო კალაბრიაში. უკვე ერთი თვეა მისი კვალი არ ჩანს. ბოლოს ის ნახეს კატანძაროში, რეჯოსკენ დაბრუნებისას.
იტალიური მედია RTV – Reggio Tv მოუწოდებს ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს ან ტელეკომპანიას. ![]()
გააზიარეთ, რათა დავეხმაროთ მის პოვნაში.
წყარო: RTV – Reggio Tv
გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....










