იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი , მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ქუთაისში მოქმედი დიდი რესტორნებისა და სარიტუალო დარბაზების მეპატრონეებსა და მენეჯერებს შეხვდნენ. არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ არალეგალურად მაინც იმართება დიდი წვეულებები. ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გართულების გამო, თუ არ იქნა კოორდინირებული ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ, მთავრობა იძულებული იქნება დროებით დახუროს კვების ობიექტები. მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებმა ბიზნესის წარმომადგენლებს სიფრთხილისკენ მოუწოდეს.
აბაშაში, ბანკში 1 პირი შეიჭრა, ის სავარაუდოდ, მოქმედი სამხედროა
კაცი, რომელიც აბაშაში, "საქართველოს ბანკში" შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა, სავარაუდოდ, მოქმედი სამხედროა. ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ ახალგაზრდა კაცმა ბანკში სანადირო იარაღიდან მხოლოდ ერთხელ გაისროლა და ადგილზე მყოფ ადამიანებს სთხოვა...









