არის დიდი მასშტაბის შიდა გავრცელება – ამირს შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან დღეს განმარტა რომ, გაზაფხულსა და ზაფხულში კოვიდინფიცირების შემთხვევების 70% – 80% შემოტანილი იყო, ხოლო შედგომი შემთხვევების რაოდენობაში შემოტანილის წილი მიზერულია და არის დიდი მასშტაბის შიდა გავრცელება.
“ამიტომ შემოდგომას ახალი სლოგანი გვაქვს – ისწავლე თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად ანუ თანდათან ცხოვრების ნორმალურ რიტმს უნდა დავუბრუნდეთ და თან ყველა ინფიცირებულს მივცეთ საშუალება, თუ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევაა – სახლში დარჩეს და ვისაც სჭირდება, ჰოსპიტალში იმკურნალოს. ეს ინფიცირებულთა 20%-25%-ს სჭირდება. დანარჩენმა მკურნალობა ბინაზე უნდა გააგრძელონ. ჩვენი თანამემამულეების საქართველოში შემოსვლა აღარ უნდა დაიბლოკოს – მით უფრო ჩვენ მათგან ვითხოვთ PCR ტესტის პასუხს ბოლო 72 საათის განმავლობაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.










