პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:
მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;
ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);
აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა
დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე
პირები.
დამსაქმებლის ვალდებულებები
მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფექციის შემთხვევა, შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი – გავრცელების პრევენციას;
სამუშაოს დაწყების წინ უნდა გაკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
მიაწოდოს ინფორმაცია ყველა თანამშრომელს და კონტრაქტორს, დასუფთავებაზე
პასუხისმგებელ პერსონალს უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ;
იქ, სადაც შესაძლებელია სამუშაოს შესრულება განხორციელდეს დისტანციურად, უზრუნველყოსმუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება;
პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე უზრუნველყოს დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია;
მუშაობის მიმდინარეობისას, სამუშაო დროის განმავლობაში დააწესოს სანიტარული შესვენებები. გამოყოს პიროვნება ვინც დაამუშავებს სამუშაო პლატფორმას შესაბამისი წესით;
ეცადოს მოძებნოს ნაღდი ფულის გამოყენების შემცირების გზები. წაახალისოს დისტანციურიგადახდები.
შენობის შესასვლელებში განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;
დარწმუნდეს, რომ დასაქმებულებს აქვთ წვდომა ხელის ჰიგიენურ საშუალებებთან (მათ შორის თხევად საპონთან და ქაღალდის ხელსახოცებთან) და სახის ნიღბებთან;
უზრუნველყოს გამოყენებული ჰიგიენური საშუალებები განათავსება დახურულ კონტეინერებში და მათი დროული გატანა შენობიდან, შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
უზრუნველყავთ მობილური/ქალაქის ტელეფონის გამოყენების შემთხვევაში მისი პერიოდული დამუშავება შესაბამისი წესით. ხშირად გამოიყენეთ სადეზინფექციო საწმენდი საშუალებები მის
გასაწმენდად;
შეზღუდოს მომხმარებლების და ფართო საზოგადოების დაშვება ობიექტებზე, ან ისინი მხოლოდ განსაზღვრულ სამუშაო არეალში დაუშვას. დააწესეოს კონტროლი და შეიმუშავოს შესაბამისი სქემა
მომხმარებელთა ნაკადის ეტაპობრივ დაშვებაზე;
სამუშაო მაგიდებზე, იქ სადაც დასაქმებულს უწევს კონტაქტი ვიზიტორთან, დროებით დაამონტაჟოს გამჭვირვალე დამცავი ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი ან უკიდურეს შემთხვევაში თანამშრომლები უზრუნველყოს სახისფარით, ხელთათმანითა და შესაბამისი რესპირატორით; დასაქმებულების ვალდებულება
დასაქმებულები უზრუნველყოს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით(ხელთათმანი, რესპირატორი);
ვიზიტორთა შორის დისტანციის დასაცავად გამოიყენოს სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით); დასაქმებულთა ვალდებულებები ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.
შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
დაასუფთავეთ სადეზინფექციო საშუალებებით სამუშაო ზედაპირები, თუ ხელსაწყოები;
საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლის და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით და კარგად გაიმშრალეთ ;
მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას, ჩახუტებას და სხვა) და დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ-სა);
დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი მოათავსეთ ურნაში;
გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას;
მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება, ასევე მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და
პირზე შეხებას.
მობილური ტელეფონის/ქალაქის ტელეფონის გამოყენებისას გახსოვდეთ, რომ ტელეფონს შეეხეთ ხელებით, რომელიც პოტენციურად ვირუსის გადამტანია. ხშირად გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები.
სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში, საწყობში ხუთი დიდი ბაობაბის ხე რჩება, რომელთა საქართველოში ექსპორტთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები შესაძლო დანაშაულის ფაქტს იძიებენ. ამის შესახებ OC Media-ს საწყობის მფლობელმა განუცხადა. სამხრეთ აფრიკის სატყეო...
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, 2 ნოემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge...
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5960 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5960 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5966 ლარი იყო....
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი, გური ბოიკო მოკლეს. შემთხვევა 26 ოქტომბერს რესტორან „ლისი მერესთან“ მოხდა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოკლულის ახლობლები ავრცელებენ. „და ეს დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად... გური, დეიდა ჩემთვის...
პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს დამნაშავეს, რომელმაც 24 წლის კაცი საკუთარი ძმის ქორწილში მოკლა. შემთხვევა გუშინ, 26 ოქტომბერს რესტორან „ლისი მერესთან“ მოხდა. მკვლელობის ფაქტს "პირველებს" უდასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით,...
ფოთში, 47 წლის ინგა ყალიჩავას მკვლელობაში ბრალდებულს, ზაზა კარბაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდებულმა კარბაიამ სასამართლოზე დუმილი დაარღვია....
26 ოქტომბერს, თურქეთის სამხრეთით, ანტალიის პროვინციაში ტორნადოსა და შტორმის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, იუწყება TRT Haber. ანტალიის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი - საავადმყოფოში. „დღეს, პროვინციული...
შორაპანში, რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. კერძოდ, დაბა შორაპანში რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ელემენტების ქარხნის ტერიტორიაზე შენობების...
საქართველოში თითქმის ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ამაზე მიუთითებს სოციალური მომსახურებისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 219...
საქართველოში უახლოეს დღეებში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ცალკეულ რაიონებში კი შესაძლებელია წვიმა. 28 ოქტომბერს ტემპერატურა კვლავ +17 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება,...