თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი, გური ბოიკო მოკლეს.
შემთხვევა 26 ოქტომბერს რესტორან „ლისი მერესთან“ მოხდა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოკლულის ახლობლები ავრცელებენ.
„და ეს დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად… გური, დეიდა ჩემთვის შენ ცოცხალი ხარ, არ მჯერა და არასოდეს მივიღებ ამას ღმერთო, გთხოვ, დაიცავი და უპატრონე ჩემს კეთილ დისშვილს“, – წერს გური ბოიკოს დეიდა.
გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.










