შორაპანში, რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.
კერძოდ, დაბა შორაპანში რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ელემენტების ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქციისა (რეაბილიტაციის/ადაპტაცია) და სარეკრეაციო სივრცის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვას მიზნით ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 17 დეკემბერს დაიწყება და 22 დეკემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 885 300 ლარს შეადგენს.









