პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს დამნაშავეს, რომელმაც 24 წლის კაცი საკუთარი ძმის ქორწილში მოკლა. შემთხვევა გუშინ, 26 ოქტომბერს რესტორან „ლისი მერესთან“ მოხდა.
მკვლელობის ფაქტს “პირველებს” უდასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდუნარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა.









