დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, 2 ნოემბრიდან დაიწყება.
ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge იქნება შესაძლებელი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 83 რეალიზაციის პუნქტი, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.










