კითხვაზე რატომ არ მიდის უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების პანაშვიდზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ეს მის მოვალეობაში არ შედის
“მე კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი. იცით, რას გეტყვით? რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს და მთავრობას, ყველაფერი გავაკეთე. დაწყებული მათი გადმოსვენებით და მათი ღირსეული სამხედრო წესით დაკრძალვით. დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.