LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
23 წელი ემიგრაციაში და პროფესორ თამაზ გვენეტაძის ნაშრომი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

23 წელი ემიგრაციაში და პროფესორ თამაზ გვენეტაძის ნაშრომი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

დაპოსტა 2019/07/30-ში
A A
143
ნახვა
გაზიარება

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმმა პროფესორ თამაზ გვენეტაძეს უმასპინძლა. შეხვედრაზე შედგა ვაჟა ფშაველას ახალი გერმანული თარგმანების “მოთხრობები უღრანი ტყიდან” და “მინდია_გველისმჭამელი” პრეზენტაციაც. ფილოსოფიის დოქტორი თამაზ გვენეტაძე თარგმანზე ცნობილ გერმანელ ქართველოლოგთან იოლანდა მარშევასთან ერთად მუშაობდა. როგორც პროფესორმა განმარტა, აღნიშნული ნაშრომი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარდგენილი. მან ვაჟა-ფშაველას მუზეუმს წიგნები გადასცა და დამსწერთა შეკითხვებსაც უპასუხა. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს , თამაზ გვენეტაძე ემიგრანტი რომ არ ყოფილიყო საკუთარი ნერვების ასპექტში გაუვლელად ვერ ჩაწვდებოდა ვაჟა-ფშაველას სულის ღრმა ნიუანსებს. ამიტომ დასაფასებელია დიდი ქართული საქმის პოპულარიზაციაში ყველა იმ შემოქმედებითი ემიგრანტის მოღვაწეობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის კეთილი დესპანები არიან და ჩვენს დიდ კულტურას სხვადასხვა ერის შვილებს აცნობენ. საქართველოსა და გერმანიაში თამაზ გვენეტაძის შემოქმედებაზე ისაუბრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლუკა დვალიშვილმა და ფილოლოგიის დოქტორმა, ქართული ემიგრაციის მეცნიერ-მკვლევარმა მარიამ მარჯანიშვილმაც. ამ უკანასკნელმა მაგალითად მოიყვანა ცნობილი რუსთველოლოგის ვიკტორ ნოზაძის სიტყვები: ,,ემიგრაციაში მყოფ ქართველის ნაფიქრ-ნააზრევი არ უნდა დაიკარგოს. მომავალ თაობას ბეჭდვითი სახით უნდა შეუნახოთ. ვინ იცის რამდენი რამ გადაურჩებოდა ქართულ კულტურას, ვახტანგ მეექვსეს ემიგრაციას, მოსკოვში ჟურნალ-გაზეთები რომ ჰქონოდა.“ ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორმა მანანა გოდერძაულმა კი მადლობა გადაუხადა პროფესორ თამაზ გვენეტაძეს თანამედროვე ქართული მწერლობის უმდიდრეს საგანძურში დიდი კლასიკოსის ვაჟა-ფშაველას მოთხრობების გერმანულ ენაზე თარგმნისათვის. პროფესორი თამაზ გვენეტაძე ოცდასამი წელია, რაც გერმანიაში ცხოვრობს და გამოცემული აქვს წიგნები: ,,ჰერმან ვედეკინდი მოგვითხრობს საკუთარ ცხოვრებაზე“, ,,ერთი მეგობრის ისტორია“ და ახლახან თანამემამულეებს წარუდგინა ვაჟა-ფშაველას ახალი გერმანული თარგმანები: ,,მოთხრობები უღრანი ტყიდან“ და ,,მინდია-გველის მჭამელი“. ქართველმა ემიგრანტმა თავისი ეროვნული სულით, ეროვნული შეგნებით, გრძნობით, ზნეობრივი ერთობით, თვითშეგნებით, ეროვნების იდეათა ერთობლიობით ამ მოთხრობების თარგმნით იმთავითვე დაიმსახურა ვაჟას მშობლიურ კუთხეში, კერძოდ, ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში მიწვეულ სტუმართა და დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი.

თეგები: ბაზრობათამაზ გვენეტაძენაშრომირეგიონებიფრანკფურტიწიგნი
გაზიარება57

დაკავშირებული -პოსტები

ახალი სასწავლო წლიდან საგაკვეთილო პროცესში ტელეფონების გამოყენება იზღუდება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
13 წლის გოგომ, ინტერნეტის გამორთვის გამო, მშობლებს უჩივლა – საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა
მთავარი

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს მოსწავლეებს შორის თანასწორობაზე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და სწავლის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე, ეს მსოფლიო პრაქტიკითა...

დაწვრილებითDetails

რა მოხდება თუ სკოლაში ბავშვებს ფორმეს არ ჩააცმევთ – მინისტრის გაფრთხილება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მშობლების წინააღმდეგ, რომლებიც გააპროტესტებენ და ბავშვებს სასკოლო ფორმას მაინც არ ჩააცმევენ, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები. გივი მიქანაძე მშობლებს ახსენებს, რომ ბავშვის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისს 2027 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
რამდენი უძველესი სახლია იმერეთში
მთავარი

ქუთაისს 2027 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა - ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. "ქუთაისის კანდიდატურა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციაში ( ACES ) „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის სტატუსის...

დაწვრილებითDetails

ღამის 3 საათიდან აეროპორტში ვართ – ქუთაისი-ათენის რეისი ამ დრომდე არ სრულდება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
3 თვეში ევროპიდან საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს
მთავარი

მოქალაქეები ქუთაისი-ათენის რეისის შესრულებას 9 საათია ელოდებიან.  როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მყოფი ნელი ირემაძე "მეგა ტვ"-ს ეუბნება მოქალაქეები შუაღამის შემდეგ ელოდებიან რეისს, თუმცა მათი ფრენა უკვე ორჯერ გადაიდო. მისივე თქმით...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
მთავარი

ბათუმში, ალკოჰოლის მოხმარება უკონტროლოდ ხდება, - ამის შესახებ ნარკოლოგი ზურა სიხარულძე წერს. "ბათუმში ვარ…რუსების სიმრავლეზე აღარაფერს ვიტყვი - ეს ისედაც ყველამ იცის. მინდა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გამოვყო.პირველი, რაც თვალში...

დაწვრილებითDetails

ოჯახი თამარ ფერცულიანს ეძებს

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ოჯახი თამარ ფერცულიანს ეძებს
მთავარი

მან­გლის­ში და­კარ­გულ ახალ­გაზ­რდა ქალს ეძე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. "სას­წრა­ფოდ და­მეხ­მა­რეთ. იძებ­ნე­ბა თა­მარ ფერ­ცუ­ლი­ა­ნი. რო­მე­ლიც გუ­შინ მან­გლი­სი­დან გა­ვი­და და არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. პო­ლი­ცი­ას რე­ა­გი­რე­ბის­თვის დრო უნდა. წუ­ხელ შე­ვი­და გან­ცხა­დე­ბა. გთხოვთ თუ ვინ­მემ რა­ი­მე...

დაწვრილებითDetails

ზაალ ლატარია ქუთაისელ სასულიერო პირს ექვთიმე სარალიძეს პასუხობს

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ზაალ ლატარია ქუთაისელ სასულიერო პირს ექვთიმე სარალიძეს პასუხობს
მთავარი

“დიდი მადლობა, მამაო, მეამაყები. გამწარებული მეომარი მამა, ზაალ ლატარია.“- წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზაალ ლატარია. “ ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. მხარდაჭერას ვუცხადებ. ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია...

დაწვრილებითDetails

6 თვეში იმერეთში 138 ავარია მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ოზურგეთში ავარია მოხდა
მთავარი

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1 267 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა. გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 201, ხოლო დაშავდა -...

დაწვრილებითDetails

14 დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტი ვახო სანაია თავისუფალია

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
არსებულ მტკიცებულებებს ტაქსიში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერიც დაემატა- ვახო სანაია
მთავარი

"ვერანაირი პატიმრობა და ვერანაირი ჯარიმა ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს"  - ეს განცხადება ვახო სანაიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 14 დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტს მცხეთის იზოლატორთან ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ. სანაია ამბობს, რომ არ...

დაწვრილებითDetails

ქათველმა მეზღვაურმა დავით ფანცულაიამ 36 მიგრანტი გადაარჩინა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ქათველმა მეზღვაურმა დავით ფანცულაიამ 36 მიგრანტი გადაარჩინა
მთავარი

ხმელთაშუა ზღვაში სიკვდილის პირას მყოფი 36 ადამიანის სიცოცხლე ქართველმა მეზღვაურმა გადაარჩინა. დავით ფანცულაია სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ მიგრანტები შუა ზღვაში გაჩერებულ მცირე ზომის გემში 4 დღე უწყლოდ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"