ქუთაისი 2010 საკანდელიძე-ქორქიას მემორიალური ტურნირის ფინალშია. გუნდმა ნახევარფინალური შეხვედრაში დიდი უპირატესობით – 93:63 მოუგო “ბათუმს”. 25 იანვარს ქუთაისის სპორტის სასახლეში მემორიალის ფინალში ჩვენი გუნდი თბილისურ “მეგას” დაუპირისპირდება. თამაში 15 საათზე დაიწყება. დასწრება დაშვებულია ე.წ მწვანე პასპორტების მქონე გულშემატკივრებისათვის.”ქუთაისი 2010″-ს აქამდე 4-ჯერ აქვს მოგებული ლეგენდარული კალათბურთელების მემორიალური ტურნირი. წარმატებები ჩვენს ბიჭებს.
ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლეტი შეეჯახა – დაშავებულია მძღოლი
თელავში ავტომობილი და მოტოციკლეტი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. შსს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...










