პატრიარქი ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის, ცისანა აბულაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
საპატრიარქო შიო III-ის სამძიმრის წერილს ავრცელებს.
“კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქალბატონი ცისანა აბულაძის გარდაცვალების გამო:
დიდად დაგვამწუხრა ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის, საყოველთაოდ აღიარებული ოსმანისტის, პროფესორისა და პედაგოგის, სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარული და კეთილშობილი პიროვნების, ქალბატონი ცისანა აბულაძის გარდაცვალებამ.
ფასდაუდებელია მისი წვლილი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საძმოს, სინის მთის წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტრისა თუ ტაო-კლარჯეთის ისტორიის ოსმალური ლიტერატურული და დოკუმენტური წყაროების თარგმნისა და შესწავლის მიმართულებით.
იგი მრავალი წლის განმავლობაში დიდი რუდუნებითა და ერთგულებით ემსახურებოდა საყვარელ საქმეს და უშურველად უზიარებდა საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებსა და მომავალ თაობას.
აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონი ცისანას უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრები და ახლობლები აკურთხოს მშვიდობით”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.









