ქუთაისი 2010 საკანდელიძე-ქორქიას მემორიალური ტურნირის ფინალშია. გუნდმა ნახევარფინალური შეხვედრაში დიდი უპირატესობით – 93:63 მოუგო “ბათუმს”. 25 იანვარს ქუთაისის სპორტის სასახლეში მემორიალის ფინალში ჩვენი გუნდი თბილისურ “მეგას” დაუპირისპირდება. თამაში 15 საათზე დაიწყება. დასწრება დაშვებულია ე.წ მწვანე პასპორტების მქონე გულშემატკივრებისათვის.”ქუთაისი 2010″-ს აქამდე 4-ჯერ აქვს მოგებული ლეგენდარული კალათბურთელების მემორიალური ტურნირი. წარმატებები ჩვენს ბიჭებს.
ავარია ავტობანზე – არიან დაშავებულები
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა. "ქართლის ამბების" ცნობით, შემთხვევა დღეს ხაშურის სიახლოვეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ტრაილერი გაჩერებას აპირებდა და სათადარიგო ზოლში მდგარ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა....










