LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
განმარტების გაკეთებასა და შეცდომის საჯაროდ აღიარებას მოითხოვს ეკონომიკის სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობისგან“

განმარტების გაკეთებასა და შეცდომის საჯაროდ აღიარებას მოითხოვს ეკონომიკის სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობისგან“

დაპოსტა 2019/10/04-ში
A A
147
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, 3 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, რომლებიც აღნიშნული ორგანიზაციის კვლევას დაეყრდნენ, გაავრცელეს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შრომის ანაზღაურების საშუალო თვიურ მაჩვენებელთან დაკავშირებით.

„თავიდანვე უნდა აღინიშნოს,რომ ინფორმაცია გავრცელებულ იქნა სათანადო, აუცილებელი განმარტების გარეშე, რის გამოც წარმოდგენილი მონაცემები არ ასახავს რეალურ სურათს, ამდენად, მცდარია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაში წერია, რომ შედარებულ იქნა კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ მიღებამდე და მიღების შემდეგ ერთი თვის სახელფასო ანაზღაურება და შედარებულ იქნა 2017 წლის დეკემბერი 2018 წლის დეკემბერთან. ამასთან, კვლევის ავტორებს არ უხსენებიათ, რომ 2018 წლის დეკემბერში ბევრ საჯარო უწყებაში, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, კანონით გათვალისწინებული ზღვარის ფარგლებში, განხორციელდა ზეგანაკვეთურად მუშაობისთვის ანაზღაურება და წამახალისებელი ფულადი სარგებლის გაცემა, რამაც ცალკე აღებულ თვეში (2018 წლის დეკემბერი) ერთჯერადად გაზარდა სამინისტროს თანამშრომლებზე გაცემული ანაზღაურების ოდენობა.

ობიექტური მკვლევარი ამ გარემოებას აუცილებლად მიუთითებდა ან საანგარიშოდ რომელიმე სხვა თვეს აიღებდა, რომელიც უფრო ზუსტად ასახავს სახელფასო ანაზღაურების რეალურ ოდენობას. შედეგად, 2018 წლის ნოემბერში და ზოგადად 2018 წლის საშუალო ხელფასი გაცილებით ნაკლები იქნებოდა ცალკე აღებული 2018 წლის დეკემბრის საშუალო ხელფასთან, რადგან ამ თვეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებმა ერთჯერადად მიიღეს ანაზღაურება ზეგანაკვეთურად მუშაობისთვის და წამახალისებელი ფულადი სარგებელი. თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ეს არ გააკეთა და ამით საფუძველი მისცა მედიას, გაევრცელებინა არასრული და ცრუ ინფორმაცია.

საგულისხმოა, რომ 2018 წლის განმავლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებზე კანონით გათვალისწინებული დანამატისა და ჯილდოს გაცემა რიგი მიზეზების გამო არ მომხდარა. ამდენად, კანონით გათვალისწინებული ზღვარის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში თანამშრომელთა ზეგანაკვეთურად მუშაობისთვის ანაზღაურება და წამახალისებელი ფულადი სარგებლის გაცემა განხორციელდა მხოლოდ 2018 წლის დეკემბრის თვეში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საშუალო შრომის ანაზღაურების გაანგარიშება მართებულია მთელი წლის განმავლობაში გაცემული ხელფასების (დანამატების და ჯილდოს ჩათვლით) მიხედვით. 2018 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შრომის საშუალო ანაზღაურება შეადგენდა 2244 ლარს, ნაცვლად საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო-ს მიერ დასახელებული 5729 ლარისა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანალიზში ასევე არასწორად არის წარმოდგენილი მედიანური შრომის ანაზღაურება, რომელმაც 2018 წელს სამინისტროში 1 804 ლარი შეადგინა და არა – 4 200 ლარი, როგორც ეს ორგანიზაციის კვლევაშია ასახული. შესაბამისად, სხვაობა საშუალო და მედიანურ შრომის ანაზღაურებას შორის 2017 წელს 28.3%-ს, ხოლო 2018 წელს 21.7%-ს შეადგენდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს მიერ დასახელებული მონაცემები კი 26.5% და 30.8%-ია. ამდენად, რეალურად სხვაობა არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდეც.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსგან გააკეთოს სათანადო განმარტება ზემოთაღნიშნული კვლევის თაობაზე და საჯაროდ აღიაროს თავისი შეცდომის შესახებ. გარდა ამისა, აუცილებელია, აღნიშნული ასევე გამოქვეყნდეს იმ მედიასაშუალებებში, რომლებმაც ხელი შეუწყო ამ ცრუ და არაზუსტი ინფორმაციის ტირაჟირებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: ეკონომიკის სამინისტროკვლევასაერთაშორისო გამჭვირვალო საქართველოხელფასი
გაზიარება59

დაკავშირებული -პოსტები

ღამის 3 საათიდან აეროპორტში ვართ – ქუთაისი-ათენის რეისი ამ დრომდე არ სრულდება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
3 თვეში ევროპიდან საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს
მთავარი

მოქალაქეები ქუთაისი-ათენის რეისის შესრულებას 9 საათია ელოდებიან.  როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მყოფი ნელი ირემაძე "მეგა ტვ"-ს ეუბნება მოქალაქეები შუაღამის შემდეგ ელოდებიან რეისს, თუმცა მათი ფრენა უკვე ორჯერ გადაიდო. მისივე თქმით...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
მთავარი

ბათუმში, ალკოჰოლის მოხმარება უკონტროლოდ ხდება, - ამის შესახებ ნარკოლოგი ზურა სიხარულძე წერს. "ბათუმში ვარ…რუსების სიმრავლეზე აღარაფერს ვიტყვი - ეს ისედაც ყველამ იცის. მინდა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გამოვყო.პირველი, რაც თვალში...

დაწვრილებითDetails

ოჯახი თამარ ფერცულიანს ეძებს

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ოჯახი თამარ ფერცულიანს ეძებს
მთავარი

მან­გლის­ში და­კარ­გულ ახალ­გაზ­რდა ქალს ეძე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. "სას­წრა­ფოდ და­მეხ­მა­რეთ. იძებ­ნე­ბა თა­მარ ფერ­ცუ­ლი­ა­ნი. რო­მე­ლიც გუ­შინ მან­გლი­სი­დან გა­ვი­და და არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. პო­ლი­ცი­ას რე­ა­გი­რე­ბის­თვის დრო უნდა. წუ­ხელ შე­ვი­და გან­ცხა­დე­ბა. გთხოვთ თუ ვინ­მემ რა­ი­მე...

დაწვრილებითDetails

ზაალ ლატარია ქუთაისელ სასულიერო პირს ექვთიმე სარალიძეს პასუხობს

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ზაალ ლატარია ქუთაისელ სასულიერო პირს ექვთიმე სარალიძეს პასუხობს
მთავარი

“დიდი მადლობა, მამაო, მეამაყები. გამწარებული მეომარი მამა, ზაალ ლატარია.“- წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზაალ ლატარია. “ ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. მხარდაჭერას ვუცხადებ. ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია...

დაწვრილებითDetails

6 თვეში იმერეთში 138 ავარია მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ოზურგეთში ავარია მოხდა
მთავარი

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1 267 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა. გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 201, ხოლო დაშავდა -...

დაწვრილებითDetails

14 დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტი ვახო სანაია თავისუფალია

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
არსებულ მტკიცებულებებს ტაქსიში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერიც დაემატა- ვახო სანაია
მთავარი

"ვერანაირი პატიმრობა და ვერანაირი ჯარიმა ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს"  - ეს განცხადება ვახო სანაიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 14 დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტს მცხეთის იზოლატორთან ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ. სანაია ამბობს, რომ არ...

დაწვრილებითDetails

ქათველმა მეზღვაურმა დავით ფანცულაიამ 36 მიგრანტი გადაარჩინა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ქათველმა მეზღვაურმა დავით ფანცულაიამ 36 მიგრანტი გადაარჩინა
მთავარი

ქათველმა მეზღვაურმა დავით ფანცულაიამ 36 მიგრანტი გადაარჩინა "36 ადამიანი საიდანაც 1 ფეხმძიმე 20 წლის გოგოა სამხრეთ სუდანიდან და მიგრანტად უნდოდათ ევროპაში მოხვედრა 4 დღე უწყლოდ და უპუროდ გაატარეს ვინაიდან კატარღა...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „დღეს, თბილისის დროით 08:01-ზე, დაბა ყაზბეგიდან სამხრეთით 15კმ-ში, სოფელ წკერეში მოხდა 3,1(Ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ავტობანზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ქუთაისის ავტობანზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები
მთავარი

ქუთაისის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა -  "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილების გადამზიდი ევაკუატორი შეეჯახა. შემთხვევის დროს 1 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

5 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"