ადიგენში ხანძარია, ცეცხლი ტყის საფარს უკიდია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “მთავარი არხის” ვებგვერდს უთხრეს, ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო დახმარების ჯგუფი მუშაობს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ტყის საფარს ცეცხლი დილიდან უკიდია.
რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია










