საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგონას ასელ აიტპაევას საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი, კერძოდ, როგორც აიტპაევას დედა “მთავარ არხს” უყვება, მისი შვილის გარდა ყაზახეთიდან გოგონები კიდევ 5 რეისით უნდა ჩამოეყვანათ.
“იყო გაუპატიურება და იყო მკვლელობა, ამ მუხლებით უნდა აგოს მეირბეკოვმა პასუხი. ადამიანს სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ფეხები ტყდება, ჩემს გოგოს კი მსგავსი არაფერი ჰქონია, მე ჩემი თვალით ვნახე ეს ყველაფერი პროზექტურაში. რაც შეეხება გაყიდვას, ეს გაყიდვას ეს ჩანაწერშიც ისმის და მე პირადაპირ ვუთხარი გამომძიებელს ჩემი შვილი მიყვებოდა, რომ მის გარდა კიდევ 5 რეისით უნდა ჩამოსულიყვნენ გოგონები. ვითხოვ, რომ ესეც განიხილოს პროკურატურამ, მეირბეკოვის ოჯახი არ მინახავს, არც მინდა მათი ნახვა. მინდა, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად იყოს”, – ამბობს ასელ აიტპაევას დედა.
რაც შეეხება მურად მეირბეკოვს, რომელმაც პროკურატურის ინფორმაციით, ასელ აიტპაევა რუსთავში 2-ჯერ გააუპატიურა, როგორც მისი უფლება დამცველი ამბობს, მეირბეკოვს აიტპაევას გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვსა და მან აიტპაევას გარდაცვალებამდე დატოვა საქართველო. ადვოკატის თქმით, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობს.










