LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონოდათ იოლად თავის ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა – აკაკი ბობოხიძე ვიზეარის ფრენების აკრძალვაზე

გარეჯის რაღაც ნაწილი არ არის და უდავოდ არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე- აკაკი ბობოხიძე

დაპოსტა 2021/01/29-ში
A A
65
ნახვა
გაზიარება

„ხალხო, რომ იცოდეთ, გარეჯი არის ძალიან დიდი სამონასტრო კომპლექსი და დიახ, გარეჯის რაღაც ნაწილი არ არის საქართველო. ისტორიულად კი არა, ამ წუთში არ არის საქართველო და ის უდავოდ არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, არც არავინ არ დავობს და ვერც შევედავებით“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველო“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„არ მახსენდება პერიოდი, როდესაც ქართული საზოგადოებრივი აზრი იყო ხელისუფლების მხარეს და არ იყო პირიქით, აი, ამ ადამიანების [მელაშვილი-ილიჩოვა] მხარეს, ამიტომ მე მგონია, რომ პირველ რიგში ქართული საზოგადოების დამსახურებაა, რომ დღეს ეს საქმე ასე დამთავრდა, რადგან ეს საქმე „ქართული ოცნებისთვის“ იქცა ტვირთად, რისთვისაც უნდოდათ ის ამოცანა ნაწილობრივ უკვე შეასრულეს გაქრა მეორე დღესვე – გარეჯი საქართველოა.

 

გარეჯი საქართველოა – აი ეგ ლოზუნგი, რომ იცოდეთ ამ მაგ ლოზუნგით გვაშანტაჟებენ. მე ვიტყოდი, რომ ხალხო რომ იცოდეთ გარეჯი არის ძალიან დიდი სამონასტრო კომპლექსი და დიახ, გარეჯის რაღაც ნაწილი არ არის საქართველო, ისტორიულად კი არა, ამ წუთში არ არის საქართველო, ის უდაოდ არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, არც არავინ არ დავობს და ვერც ვერავინ შევედავებით. თუ აზერბაიჯანი ამას დაგვითმობს თავისი კეთილი ნებით, არ ვიცი რატომ უნდა დაგვითმოს, ეგ იქნება მხოლოდ მათი საქმე.

 

გარეჯის ერთი ნაწილი, რომელიც ჩვენ გვახსოვს, რომლითაც ადამიანის არაინფორმირებულობაზე, არ მინდა სიტყვა უვიცობა ვიხმარო ზოგიერთთან, რაზე დაყრდნობითაც საქართველოს ხელისუფლება აპელირებს და ე.წ. ურა პატრიოტები, გარეჯი რაც გონია ქართველი ხალხის დიდ ნაწილს, ის გარეჯი ჩვენ რომ ბავშვობაში ექსკურსიებზე დავდიოდით, ის გარეჯი, ახლაც საქართველოს ტერიტორიაზეა. არც ეჭვის ქვეშ არ დამდგარა და მომავალშიც იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, თუ ჩვენ ქართულ სახელმწიფოს გავუფრთხილდებით იმ საზღვრებში, რომელშიც ვართ.

 

საზღვრები ცვალებადია, თუ მას არ უფრთხილდება მისი რეალური მეპატრონე, ხანდახან შეიძლება შეიცვალოს. არის სადავო ნაწილი. დღეს ივერი მელაშვილმაც თქვა – „გარეჯი საქართველოა“, მაგრამ ხვალ და ზეგ ვიღაც აღმოაჩენს, რომ გარეჯის რაღაც ნაწილი არ არის საქართველო, რადგან მართლა არ არის საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე და რა გამოვა, ვატყუებთ ხალხს? ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ – დიახ, გარეჯი საქართველოა, ურა პატრიოტულ ლოზუნგებში კი არ უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს, არამედ უნდა ვთქვათ, დიახ, ეს არის პრობლემა, ეს არის ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა, ასევე ქართველების ხელით შექმნილი, ოღონდ ეს არის ისტორია. დღევანდელი საქართველო არის აღიარებული იმ საზღვრებში, რაშიც არის და იმისთვის, რომ ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ დღევანდელი საზღვრები, გვაქვს მხოლოდ ურთიერთშეთანხმებისა და მოლაპარაკების გზები“, – განაცხადა ბობოხიძემ.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

” საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია”- მაკა ბოჭორიშვილი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
მთავარი

საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

30 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

30 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა. დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი მოდუნდით და მშვიდად მოიფიქრეთ, როგორ გადაანაწილოთ დრო და ენერგია პირადი და საოჯახო საქმეებისთვის. მოერიდეთ ისეთი საკითხების გადაჭრას, რაც თქვენგან დიდ ძალისხმევას და ბრძოლას მოითხოვს. კურო კარგი დროა, მგზავრობის დასაგეგმად,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 30 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6920, ევრო  – 3.1499, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6358 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

მეტროსადგურ „ისანში“ კაცი ლიანდაგებში ჩავარდა

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
თბილისის მეტროს ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა
მთავარი

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „ისანში“ კაცი ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, მგზავრი ცოცხალია, მას მატარებელი არ შეხებია. მის ამოსაყვანად ძაბვა დროებით გამორთეს. მათივე ცნობით, მომხდარის გამო, მოძრაობა...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პირველ მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი. „თბილისში 29-30 აპრილს, შესაძლოა, მცირე წვიმა...

დაწვრილებითDetails

“ძალიან იოლად შეხედეთ გენეტიკურ პრობლემებს”- ზაზა ლომინაძე გახარიას გუნდის წევრს

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
“ძალიან იოლად შეხედეთ გენეტიკურ პრობლემებს”- ზაზა ლომინაძე გახარიას გუნდის წევრს
მთავარი

მინდოდა გამეგრძელებინა თქვენი საუბარი იმ გამოწვევებზე, თუ რა გვაქვს დღეს საქართველოში, რა უნდა გავაკეთოთ თითოეული მოსახლისათვის, რა უნდა გავაკეთოთ იმ 100 ბავშვისათვის, ისევე, როგორც გავაკეთეთ იმ 20 ბავშვისათვის, რომელიც აქონდროპლაზიით...

დაწვრილებითDetails

ცვლილება, რომელიც მაისიდან ამოქმედდება

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
რეგულაცია, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
მთავარი

2026 წლის მაისიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება. მათ შორის, „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები შეიცვალა. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 1-ლი მაისის...

დაწვრილებითDetails

დედოფლისწყაროში საკრებულოს წევრი დავით გონაშვილი სპორტდარბაზში გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
“ქალმა იხუმრა” – 36 წლის ქალის მკვლელობის მოტივი ცნობილია
მთავარი

დედოფლისწყაროში საკრებულოს წევრი დავით გონაშვილი სპორტდარბაზში გარდაიცვალა - ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ის დღეს დილით სპორტულ დარბაზში შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა...

დაწვრილებითDetails

ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას -შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას და ამის შემდეგ რაღას იტყვიან, როდესაც აღმოაჩენენ რომ კაბინეტიც აქვს, კანცელარიის აპარატიც საკმარისია და კოორდინაციაც ეფექტიანი იქნება?! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მამუკა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"