ქუთაისში ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე მოხდა.
როგორც თვითმხილველებმა “მეგა ტვ”-ს განუცხადეს ახალგაზრდა მამაკაცს სავარაუდოდ თავის ტრავმა აქვს მიღებული. მათივე თქმით მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მამაკაცი საავადმყოფოში გადაყავთ.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.









