LIVE TV
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

კანონმდებლებს ვთხოვ, სუროგაციის უფლება მინიმუმ საქართველოს მოქალაქეებს მაინც დაუტოვონ, ეს იქნება ჰუმანური – პაციენტებს კვერცხუჯრედი გაყინული აქვთ, რადგან საშვილოსნო დაკარგეს, მათთვის დედობის რა შანსი რჩება? – მხოლოდ სუროგაციის – არსენ გვენეტაძე

დაპოსტა 2026/11/25-ში
0
ნახვა
გაზიარება

როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ადამიანებმა, ვინც სუროგაციის კანონის შემოქმედი იქნება, ჩემი თხოვნაა მათ მიმართ, რომ მინიმუმ საქართველოს მოქალაქეებისათვის მაინც დარჩეს საშუალება, შვილი იყოლიონ, თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მაინც ექნებათ სუროგაციის ჩატარების უფლება, ვფიქრობ, ეს იქნება ადამიანური, ჰუმანური, კანონიერი და ყველა მხრივ გამართლებული, – ამის შესახებ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმ-რეპროდუქტოლოგმა არსენ გვენეტაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” სუროგაციის აკრძალვის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.

გვენეტაძემ იმ შემთხვევებზე ისაუბრა, როდესაც სუროგაცია ერთადერთ გზად რჩება, რათა ქალმა შვილი იყოლიოს.

„ჩვენს კლინიკაში მხოლოდ შარშან 904 ახალი სიცოცხლე შეიქმნა უშვილო წყვილების მკურნალობის შედეგად. აქედან მხოლოდ 15-20% იყო ინვიტრო განაყოფიერებით, დანარჩენი ბუნებრივი გზით. სუროგაციის შემთხვევა, საერთო ჯამში, დაახლოებით ათამდე იყო, აქედან კი ქართველი ხუთი თუ ოთხი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს კლინიკაში, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეებზე ვართ ორიენტირებული და ამიტომ ნაკლებადაა [სუროგაციის შემთხვევა], თუმცა, სადაც ეს პროცესები ხორციელდება, ათასობით ადამიანი ისახება და შემდეგ იბადება, კანონიერად და პატივისცემით ვინც აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი საქმეა. წარმოიდგინეთ, ერთი ადამიანის სიცოცხლის შექმნაც კი მაშინ, როცა ამდენზეა საუბარი, ერთდროულად ადამიანისა და ბუნების, მეცნიერებისა და ღმერთის ნებაა.

მე სამ ძირითად პუნქტს ჩავშლი – პირადად მე კიბო მაქვს გადატანილი და ჩემს კლინიკაში 110 ქალსა და მამაკაცს ძუძუს, ფარისებრი და სათესლე ჯირკვლის კიბო აღმოვუჩინე და ყველა მათგანი დღეს ჯანმრთელია. ახლა მივედით იქ, სადაც ადამიანის უფლება, მათ შორის, სიმსივნეზე გამარჯვებული ადამიანის უფლება მოდის რეალურ ცხოვრებასთან. დღეს უკვე ხშირად, ქალებიც და მამაკაცებიც, როდესაც ონკოლოგიური დაავადების შესახებ გაიგებენ, სანამ მათი რთული გზა დაიწყება, მათ შორის, ქიმიო პროცედურები, თავის ბიოლოგიურ მასალას აბარებენ შესანახად და ყინავენ. არიან პაციენტები, რომლებსაც თავიანთი კვერცხუჯრედი გაყინული აქვთ, რადგან ქიმიოთერაპიებისა თუ სხვა პროცედურების გამო საშვილოსნოს ამოჭრა მოუწიათ. მათთვის დედობის რა შანსი რჩება საკუთარი ბიოლოგიური მასალით? – მხოლოდ სუროგაციის.

პუნქტი მეორე – არიან პაციენტები, რომლებმაც ორსულობის დროს რაღაც გართულებების გამო დაკარგეს საშვილოსნო. აქვთ საკვერცხეები, ახალგაზრდები არიან, აქაც ერთადერთი გზა რჩება მხოლოდ სუროგაციის გზით საკუთარი გენეტიკური შვილის გაჩენა.

პუნქტი მესამე – მყავს პაციენტი, რომელსაც თანდაყოლილი დაავადების გამო არ აქვს საშვილოსნო. მას შენახული აქვს ემბრიონი ჩვენთან და მუშაობს საზღვარგარეთ, ერთ წელიწადში გეგმავდა, რომ სუროგაციის გზით გაეჩინა შვილი, მანამდე კი მატერიალურად ემზადება. მისი შესაძლებლობაც, რომ გახდეს დედა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა, ვინც იქნება ამ კანონის შემოქმედი, ჩემი თხოვნაა მათ მიმართ, მინიმუმ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის მაინც რომ დარჩეს საშუალება, შვილი იყოლიონ. თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მაინც ექნებათ ამის ჩატარების უფლება, ვფიქრობ, ეს იქნება ადამიანური, ჰუმანური, კანონიერი და ყველა მხრივ გამართლებული”, – განაცხადა არსენ გვენეტაძემ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

მორიგე ყოფილა გამოძახება რომ შესულა, მივიდა და საკუთარი და შერჩა – ტრაგედია ხონში, დაღუპულია ახალგაზრდა ქალი

ნოემბერი 24, 2026
0
მთავარი

ხონი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის ლიკა ჯანელიძის სიცოცხლე შეეწირა. ავტოსაგზაო შემთხვევა 23 ნოემბერს მოხდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება, ქალი ტაძრიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა....

დაწვრილებითDetails

“14 წელი ამტკიცებდნენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, შემდეგ გადააკეთეს ” – ლევან ბეჟაშვილი

ნოემბერი 24, 2026
0
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე „ქართული ოცნების“ ნარატივი, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო, ჩამოიშალა. კერძოდ, ბეჟაშვილი ეხმაურება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის,...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

ნოემბერი 24, 2026
0
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებლზეა. თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 3 611 დოლარს შეადგენს. ერთ დღეში ეს მისი ფასის 1.11%-იან კლებას წარმოადგენს. ამ დროისთვის 1...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

ნოემბერი 24, 2026
0
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5922 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5922 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5926 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, ეს არის აბსოლუტური ტყუილი” – არჩილ გორდულაძე

ნოემბერი 24, 2026
0
მთავარი

აბსოლუტური ტყუილია, თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის შეკითხვას, რომელიც ომის დაწყებაში მაშინდელი ხელისუფლების ბრალეულობას შეეხებოდა....

დაწვრილებითDetails

“ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე…” – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 24, 2026
0
მთავარი

ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში. მე ვარ მეორე პირი, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ჩემ შორის,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

ფონიჭალაში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან

ნოემბერი 24, 2026
3
მთავარი

ქვემო ფონიჭალაში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან. 3 წლის თაიას დედა, ნინო ჭელიძე და  და, ნუცა ფხალაძე ზესტაფონში ტაძრიდან გამოასვენეს. ეკლესიასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახის ახლობლებთან...

დაწვრილებითDetails

“გამათბობელი არ მქონია, მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა” – ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებულის მამა

ნოემბერი 24, 2026
1
მთავარი

არანაირი გამათბობელი არ მქონია, გაზქურა კი ისეთი მქონდა, ღია რომც დაეტოვებინა, ავტომატურად კეტავს და არანაირი გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო - შემოწმებული იყო და თვითონ დაადასტურეს, რომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა,...

დაწვრილებითDetails

ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – ნახეთ სად შეიზღუდა გადაადგილება

ნოემბერი 24, 2026
15
მთავარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის...

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

ნოემბერი 24, 2026
81
მთავარი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტს მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, რეალური ეკონომიკური ზრდა წელს 6.8% იქნება, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 120 მილიარდ 306 მილიონი ლარი,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».