LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო

დაპოსტა 2026/03/27-ში
A A
25
ნახვა
გაზიარება

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო

მოსამართლე მხარეებს განაჩენის გამოცხადების თარიღს აცნობებს.

თოშხუასა და შერვაშიძის საქმეზე დღეს მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. სიტყვით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა თორნიკე თოშხუამაც.

„ჩვენი მოქმედება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობით და ეს იყო თავდაცვა იმ სიკეთეების, რაც ჩვენ შევადგინეთ, როგორც ცალკეულმა, ისე ერთობლივმა ინდივიდებმა

…მე არ მაქვს ჩემი ღირსების შემლახველი და მით უმეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფის მოთმენის ვალდებულებები და თავი დავხარო ჩემს მიმართ განხორციელებული უსამართლობის წინაშე, არც ერთი კანონი არ მავალდებულებს ამას. ვერც ერთი ბრალი ვერ დაასაბუთებს იმას, რომ მე ვიყავი აგრესიის გამომწვევი, აგრესიის ინიციატორი და არა – ის თავდაცვითი მოქმედებები, რაც მოჰყვა ჩვენზე განხორციელებული აგრესიის ნეიტრალიზებას.
ფაქტია, ბექა გოცირიძის აღნიშნული ტერიტორიიდან გაცილების შემდეგ იქ ურთიერთობა გაგრძელდა წყნარ, მშვიდ, არაკონფლიქტურ გარემოში. იქ დამატებით რამე, ადევნებები ჩვენ მიერ არ ყოფილა განხორციელებული.

თავს ვგრძნობ სრულიად უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალში და ერთი ისაა, რომ სისტემამ იხელმძღვანელა პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ვარ, იმიტომ, რომ ჭკუის სასწავლებელი ყოფილიყო ჩემზე განხორციელებული ზეწოლა და მით უმეტეს, ის რეპრესიული კანონები, რაც მიღებულია, ფაქტია, რუსთაველზე დღეის მდგომარეობით გადასვლა იმდენად კრიმინალიზებული გახდა, რომ შეიძლება, ტერორისტად მოინათლო. ჩემი გარეთ ყოფნის დროს ავტორიტარიზმი მყარდებოდა და უკვე დიქტატურამ მოახდინა კონსოლიდირება“, – თქვა მან.

⭕ 2025 წლის 16 აგვისტოს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით პოლიციამ პროტესტის ორი აქტიური მონაწილე – თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დააკავა.
პროკურატურის მტკიცებით, მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს. დაცვის მხარის პოზიციით, კონფლიქტი პროვოცირებული იყო ბექა გოცირიძის მხრიდან. ფიზიკური შეხება კი, ერთმანეთის მიმართ, ორივე მხრიდან მოხდა.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებულების მხრიდან იმ ინტენსივობის დარტყმას ადგილი არ ჰქონია, რაც სისხლის სამართლის წესით დასჯადი შეიძლება გახდეს. ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ეს ასევე დაადასტურა დაზარალებულმა ბექა გოცირიძემ.
2025 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე სწორედ დაზარალებულის სტატუსის მქონე ბექა გოცირიძე დაიკითხა. მან დაკითხვისას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება დაადასტურა – მათ შორის დაადასტურა რუსთაველის პროტესტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და აღნიშნა ისიც, რომ ჩხუბის დროს – „მე თავს ვიცავდი, მეც ვურტყამდი, ხელს მეც ვიქნევდი”.
პროცესზე მან არაერთხელ აღნიშნა, რომ პრეტენზია არ აქვს ბრალდებულების მიმართ და მიესალმება, თუკი ისინი გირაოთი გათავისუფლდებოდნენ.
გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში პიტერ ანდრეოლი ჩამოვიდა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
საქართველოში პიტერ ანდრეოლი ჩამოვიდა
All news

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. აშშ-ის საელჩოს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შეხვდება მთავრობის, კერძო...

დაწვრილებითDetails

აღნიშნული ფაქტები სერიოზულ დარტყმას აყენებს ქართული რაგბის რეპუტაციას-საქართველოს რაგბის კავშირი

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიის ნაკრები დაამარცხა
All news

საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოსა (WADA) და მსოფლიო რაგბის (World Rugby) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საფრანგეთში გამართულ 2023 წლის მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატამდე პერიოდში, საქართველოს 15-კაცა ნაკრებში...

დაწვრილებითDetails

გიერთდებით ლოცვაში – რომის პაპმა წმინდა სინოდს გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
გიერთდებით ლოცვაში – რომის პაპმა წმინდა სინოდს  გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა
All news

რომის პაპმა, ლეონ XIV-მ პატრიარქის თანამოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდს ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა. "მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, თანამოსაყდრეს, საქართველოს მართლმადიდებელი...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის მოთხოვნა „კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“”

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
All news

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა პატრიარქ ილია მეორეს გასვენებაში მიიყვანონ, „კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“. როგორც პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, რომ მათ ადვოკატის მოთხოვნა მიიღეს. „საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელით, ადვოკატმა...

დაწვრილებითDetails

მეწყერები არის წონასწორობის აღდგენის მეთოდი – გეოლოგი სანდრო თვალჭრელიძე

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
მეწყერები არის წონასწორობის აღდგენის მეთოდი – გეოლოგი სანდრო თვალჭრელიძე
All news

„თბილისში ბევრი სახიფათო ზონაა“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გეოლოგმა და ანალიტიკოსმა სანდრო თვალჭრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, გარდა თბილისისა, მეწყერსაშიში ზონები მრავლადაა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, რაც ადამიანების არასწორი მოპყრობის შედეგია....

დაწვრილებითDetails

ამერიკის ვიზის მისაღებად მოქალაქეებს დეპოზიტის გადახდა მოუწევთ

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
„მწვანე ბარათი 2026“ შედეგების გადამოწმება უკვე შესაძლებელია
All news

2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრებათ 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა. გასაუბრების დროს საკონსულო ოფიცერი აცნობებს აპლიკანტს, აკმაყოფილებს თუ არა სავიზო მოთხოვნებს...

დაწვრილებითDetails

მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა – ტყიბულის მერია

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა – ტყიბულის მერია
All news

ტყიბულის მერია :  ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული...

დაწვრილებითDetails

დღეს დიდი ხუთშაბათია – რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ

by მეგა TV
აპრილი 17, 2025
0
დღეს დიდი ხუთშაბათია – რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ
ახალი წელი 2020

ვნების შვიდეული – წლის მთავარი კვირაა ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში. ამ კვირის ყოველი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.   დიდი ხუთშაბათი   უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე...

დაწვრილებითDetails

ქობულეთში 35 წლის მამაკაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 13, 2023
0
All news

35 წლის მამაკაცი მაღალი სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. შემთხვევა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.   როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, ადგილზე მისულებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მომხდარზე...

დაწვრილებითDetails

ფოთში შვილიშვილმა ბებია მოკლა

by მეგა TV
ივნისი 2, 2021
0
12 წლის ბავშვმა ბებია გადაარჩინა
All news

ფოთში სავარაუდოდ, შვილიშვილმა ბებია მოკლა. ქალი მეზობლებს დღეს დილით გარდაცვლილი დახვდათ. შემთხვევა ნაბადას დასახლებაში მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს დაზიანებები აღენიშნებოდა და ოთახში სისხლის კვალიც იყო. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის შვილიშვილს ფსიქიკური პრობლემები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"