ქუთაისის მერიამ ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი“-სთვის სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ჯამში 123 300 ლარი დახარჯა.
98 000 ლარი მერიამ ფესტივალში მონაწილე არტისტებს გადაუხადა, ხოლო 25 300 ლარი მუნიციპალიტეტმა “ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალის” ორგანიზებისთვის გაიღო. ფესტივალი 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.










