LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მეწყერები არის წონასწორობის აღდგენის მეთოდი – გეოლოგი სანდრო თვალჭრელიძე

მეწყერები არის წონასწორობის აღდგენის მეთოდი – გეოლოგი სანდრო თვალჭრელიძე

დაპოსტა 2026/03/19-ში
A A
933
ნახვა
გაზიარება
„თბილისში ბევრი სახიფათო ზონაა“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გეოლოგმა და ანალიტიკოსმა სანდრო თვალჭრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, გარდა თბილისისა, მეწყერსაშიში ზონები მრავლადაა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, რაც ადამიანების არასწორი მოპყრობის შედეგია.

„საქართველო გეოლოგიურად ახალგაზრდა სტრუქტურაში იმყოფება. ეს სტრუქტურა ჯერ ცოცხალია, გეოდინამიკური პროცესები აქტიურია, ამიტომ მთლიანად საქართველოს ტერიტორია ფაქიზი ზონაა.

ჩვენთან მეწყერსაშიში ადგილები მრავლადაა. ძირითადად ეს არის როგორც კავკასიონის სამხრეთი ფერდი, ისე მცირე კავკასია – გურია, აჭარა და ა.შ. ყველას გვახსოვს აჭარიდან ეკომიგრანტები და ა.შ. ძალიან ბევრია ასეთი ადგილი“, – განაცხადა თვალჭრელიძემ.

მისი თქმით, ეს პროცესები ყოველთვის ადამიანების არასწორი მოპყრობის შედეგად ჩნდება და მეწყერი სწორედ წონასწორობის აღდგენის ერთგვარი მეთოდია.

„მსგავსი პროცესები ყოველთვის ადამიანების არასწორი მოპყრობის შედეგად ჩნდება. ბუნებას უნდა იყოს წონასწორობაში. როდესაც ჩვენ ვაგებთ გზას, ვჭრით ქედს და ა.შ. ვარღვევთ ამ წონასწორობას. ბუნებას კი უნდა, ისევ წონასწორობაში მოვიდეს და ეს მეწყერები არის წონასწორობის აღდგენის მეთოდი. მაგალითად, როცა არის გზა იქ, სადაც არ უნდა იყოს, წამოვა მეწყერი და ყველაფერი მოდის ისევ ნორმაში, ამიტომ როცა მშენებლობა მიდის, ძალიან სერიოზული წინასწარი კვლევა სჭირდება მას“, – განაცხადა ალექსანდრე თვალჭრელიძემ.

რაც შეეხება დედაქალაქს, თვალჭრელიძის თქმით, თბილისში ძალიან სახიფათოა ნინო ჟვანიას ქუჩა: „მე ადრე თქვენს კოლეგებს ვაჩვენე, როგორ ჩნდება ამ ადგილებზე მეწყერი. ასევე ფუნიკულორის გვერდზე არის კლდეში შეტეხილი სახლები, რომლებიც ძალიან სახიფათოა.

ასევე ნუცუბიძის პლატოზე რომ დაიწყეს გზის მშენებლობა, როდის მოვა წონასწორობაში ბუნება და როდის გააქტიურდება მეწყერი, არავინ იცის.

საერთოდაც, თბილისში კიდევ სხვა პრობლემებია, მაგალითად, გრუნტის წყლების პრობლემა, რომელიც მოედინება მთაწმინდიდან სოლოლაკის გავლით და ჩამოდის რუსთაველზე. მაგალითად, რუსთაველის თეატრის ძირში 20-მეტრიანი ფუღურო აღმოჩინეს, რომელიც ამორეცხილი იყო გრუნტის წყლებით და ა.შ“ – აღნიშნა მან.

თვალჭრელიძე ამბობს, რომ თავის დროზე მან მერიას გეოფიზიკური კვლევის ჩატარებას შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

„თავის დროზე მე შევთავაზე მერიას, რომ გაგვეკეთებინა გეოფიზიკური კვლევა, რომელიც საკმაოდ იაფი ჯდებოდა და რაზეც უარი მივიღე და აწი, როდის რა დაინგრევა, ვერაფერს გეტყვით“ – განაცხადა მან.

გაზიარება373

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება
All news

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 5 კი წინააღმდეგი იყო. ცვლილება ქართული ოცნების დეპუტატების...

დაწვრილებითDetails

სუნელ-სანელებლებში აკრძალული საღებავები გამოვლინდა – სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
სუნელ-სანელებლებში აკრძალული საღებავები გამოვლინდა – სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს
All news

სუნელ-სანელებლებში აკრძალული საღებავები გამოვლინდა - სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერიამ ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი“-სთვის 123 300 ლარი დახარჯა

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
ქუთაისის მერიამ ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი“-სთვის  123 300 ლარი დახარჯა
All news

ქუთაისის მერიამ ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი“-სთვის სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით  ჯამში 123 300 ლარი დახარჯა.  98 000 ლარი  მერიამ ფესტივალში მონაწილე არტისტებს გადაუხადა, ხოლო 25 300 ლარი მუნიციპალიტეტმა  "ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალის" ორგანიზებისთვის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია “თეთრი ხიდი”-ს რეაბილიტაციას გეგმავს

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
ქუთაისში 15 წლის გოგო მოქალაქემ გადაარჩინა
All news

ქუთაისის მერია "თეთრი ხიდი"-ს რეაბილიტაციას გეგმავს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რაც პირველ ეტაპზე რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას მოიცავს, თანმდევი ექსპერტიზით: "წინამდებარე ტექნიკური დავალების მიზანია ქალაქ ქუთაისში, მდინარე რიონზე მდებარე ისტორიული...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ სკოლიდან ნატალია თურქაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
სასამართლომ სკოლიდან ნატალია თურქაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო
All news

სასამართლომ ქუთაისის 36-ე სკოლიდან ნატალია თურქაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და მისი აღდგენა მოითხოვა. სამართალმა პური ჭამა! ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება: ნატალია დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს სამსახურში, მას სრულად უნდა...

დაწვრილებითDetails

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო

by მეგა TV
მარტი 27, 2026
0
თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო
All news

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო მოსამართლე მხარეებს განაჩენის გამოცხადების თარიღს აცნობებს. თოშხუასა და შერვაშიძის საქმეზე დღეს მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. სიტყვით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა თორნიკე თოშხუამაც....

დაწვრილებითDetails

საქართველოში პიტერ ანდრეოლი ჩამოვიდა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
საქართველოში პიტერ ანდრეოლი ჩამოვიდა
All news

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. აშშ-ის საელჩოს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შეხვდება მთავრობის, კერძო...

დაწვრილებითDetails

აღნიშნული ფაქტები სერიოზულ დარტყმას აყენებს ქართული რაგბის რეპუტაციას-საქართველოს რაგბის კავშირი

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიის ნაკრები დაამარცხა
All news

საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოსა (WADA) და მსოფლიო რაგბის (World Rugby) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საფრანგეთში გამართულ 2023 წლის მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატამდე პერიოდში, საქართველოს 15-კაცა ნაკრებში...

დაწვრილებითDetails

გიერთდებით ლოცვაში – რომის პაპმა წმინდა სინოდს გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
გიერთდებით ლოცვაში – რომის პაპმა წმინდა სინოდს  გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა
All news

რომის პაპმა, ლეონ XIV-მ პატრიარქის თანამოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდს ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა. "მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, თანამოსაყდრეს, საქართველოს მართლმადიდებელი...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის მოთხოვნა „კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“”

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
All news

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა პატრიარქ ილია მეორეს გასვენებაში მიიყვანონ, „კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“. როგორც პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, რომ მათ ადვოკატის მოთხოვნა მიიღეს. „საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელით, ადვოკატმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"