სასამართლომ ქუთაისის 36-ე სკოლიდან ნატალია თურქაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და მისი აღდგენა მოითხოვა.
სამართალმა პური ჭამა!
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება: ნატალია დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს სამსახურში, მას სრულად უნდა აუნაზღაურდეს განაცდური პერიოდი.
ზუსტად მახსოვს ის დღე, როდესაც მხარდაჭერის თხოვნით მოგმართეთ. მაშინ დავდე ეს ფოტო და ვთქვი, რომ ის ჩემთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცეოდა. დღეს, როცა ეს გზა გავიარეთ და ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა, ვრწმუნდები, რომ ეს ფოტო და ის დოკუმენტი, რომელსაც ასე ბევრმა მოაწერეთ ხელი, ჩვენი პროფესიული და ადამიანური ღირსების მუდმივ სიმბოლოდ დარჩება.
ის კითხვარი ჩემთვის უბრალოდ მონაცემთა ბაზა კი არა, ჩვენი კოლეგიალობისა და მეგობრობის უმთავრესი დასტურია. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც არ დატოვა ეს სია თავისი სახელის გარეშე, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მომავალში მუდამ შეგვახსენებს, თუ როგორ ვიდექით ერთად!
მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველას: მათ, ვინც თავიდანვე გვერდით დაგვიდგა, მათ, ვინც გზადაგზა შემოგვიერთდა და მათაც კი, ვინც გვერდით არ დაგვიდგა, ყველამ თქვენმა საქციელმა რაღაც მასწავლა.
მადლობა ყველას, ყველას, ყველას, ვისაც ვწერდი, ვაწუხებდი და ვისგანაც თანადგომას ვითხოვდი. სწორედ ამ ერთობამ მოგვიტანა ეს შედეგი.
ჩვენ გავიმარჯვეთ!
ჩემი ტელეფონი არ ჩერდება. მწერენ, მირეკავენ, ქუჩაში მხვდებიან და მილოცავენ. საოცარია, ბავშვებიც კი მოდიან და მეკითხებიან: „მასწავლებელო, ბედნიერი ხართ, თქვენმა მეგობარმა რომ გაიმარჯვაო?“ ისინი ვერც კი აცნობიერებენ ფაქტის მთელ მასშტაბს, მაგრამ გრძნობენ მთავარს, იციან, რომ ნატალია ჩემი მეგობარია…
ამ რთულმა სიტუაციამ დაგვანახა, რომ ჩვენი მეგობრობა მხოლოდ ჩვენ ორს არ გვეკუთვნოდა…
ის სრულიად პედაგოგიური საზოგადოების მიერ ყოფილა დანახული და აღიარებული. თქვენ არამარტო ნატალიას ტკივილს ხედავდით, არამედ ჩემს განცდებსაც გრძნობდით, მწერდით მამხნევებდით…
ასეა, ნამდვილობასა და ერთგულებას ადამიანის გული ყოველთვის უშეცდომოდ ცნობს…
ზუსტად მახსოვს ის დღე, როდესაც მხარდაჭერის თხოვნით მოგმართეთ, ეს იყო თქვენი ერთხმად გამოხატული ნება, რომ არ დაგვტოვებდით მარტო….
ნატალია, ჩემო ძვირფასო მეგობარო, მადლობა, რომ გაუძელი, რომ იბრძოლე, შენ ხარ ღირსების სიმბოლო, გილოცავ! მიხარია, რომ შენი სიმართლე დაამტკიცე და ახლა დროა, ღირსეულად დაუბრუნდე შენს საქმეს!
წერენ მასწავლებლის გულშემატკივრების სოციალურ ქსელში.
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატალია თურქაძე სამსახურიდან რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლეს.
თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო მოსამართლე მხარეებს განაჩენის გამოცხადების თარიღს აცნობებს. თოშხუასა და შერვაშიძის საქმეზე დღეს მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. სიტყვით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა თორნიკე თოშხუამაც....
საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. აშშ-ის საელჩოს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შეხვდება მთავრობის, კერძო...
საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოსა (WADA) და მსოფლიო რაგბის (World Rugby) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საფრანგეთში გამართულ 2023 წლის მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატამდე პერიოდში, საქართველოს 15-კაცა ნაკრებში...
რომის პაპმა, ლეონ XIV-მ პატრიარქის თანამოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდს ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა. "მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, თანამოსაყდრეს, საქართველოს მართლმადიდებელი...
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა პატრიარქ ილია მეორეს გასვენებაში მიიყვანონ, „კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“. როგორც პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, რომ მათ ადვოკატის მოთხოვნა მიიღეს. „საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელით, ადვოკატმა...
„თბილისში ბევრი სახიფათო ზონაა“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გეოლოგმა და ანალიტიკოსმა სანდრო თვალჭრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, გარდა თბილისისა, მეწყერსაშიში ზონები მრავლადაა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, რაც ადამიანების არასწორი მოპყრობის შედეგია....
2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრებათ 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა. გასაუბრების დროს საკონსულო ოფიცერი აცნობებს აპლიკანტს, აკმაყოფილებს თუ არა სავიზო მოთხოვნებს...
ტყიბულის მერია : ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული...
ვნების შვიდეული – წლის მთავარი კვირაა ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში. ამ კვირის ყოველი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. დიდი ხუთშაბათი უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე...
35 წლის მამაკაცი მაღალი სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. შემთხვევა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, ადგილზე მისულებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მომხდარზე...