LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ წესებს მხარი დაუჭირა

დაპოსტა 2025/11/17-ში
423
ნახვა
გაზიარება

ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ წესებს მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭომ საბოლოო თანხმობა მისცა განახლებულ მექანიზმს, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითვალისწინებს.

საბჭოს განცხადების თანახმად, „შესწორებული წესები ევროკავშირს საშუალებას მისცემს, რომ უფრო სწრაფად და მტკიცედ იმოქმედოს, როდესაც უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება ხდება ან ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება“.

„როდესაც ცვლილებები ძალაში შევა, ევროკავშირი შეძლებს, რომ ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის სტატუსი გააუქმოს, თუ მესამე ქვეყანა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობაში არ იქნება. ასევე, უვიზო მიმოსვლა შეიძლება გაუქმდეს, თუ ევროკავშირის ურთიერთობები რომელიმე ქვეყანასთან გაუარესდება, მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მექანიზმი უვიზო მიმოსვლის საწყისი შეჩერების 12 თვემდე გაზრდას ითვალისწინებს, ამჟამად მოქმედი 9 თვის ნაცვლად. ასევე, შეიძლება, საწყისი შეჩერების პერიოდი დამატებით 24 თვით გაიზარდოს.

განცხადების მიხედვით, ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით მიზანმიმართულ მიდგომას ითვალისწინებს.

„მაშინ, როდესაც საწყისი პერიოდის გახანგრძლივების შემთხვევაში უვიზო რეჟიმის შეჩერება ქვეყნის ყველა მოქალაქეს ეხება, ახალი წესების თანახმად, დამატებითი 24-თვიანი შეჩერების ეტაპი მთელ მოსახლეობაზე არ გავრცელდება. ნაცვლად ამისა, ევროკავშირმა შეიძლება ზომების გამოყენება მთავრობის ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ გააგრძელოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი რეგულაცია ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მისი გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ შევა. იგი სავალდებულო იქნება და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოზე გავრცელდება.

გაზიარება169

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 19, 2025
95
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ამირან (ბუტა) რობაქიძის გარდაცვალების საქმეზე, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო, ხოლო ამავე საქმეზე სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის ახალი კურსი

ნოემბერი 19, 2025
233
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7073 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7078 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნოემბერი 19, 2025
172
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დიდი სიურპრიზი ელოდება

ნოემბერი 19, 2025
27
მთავარი

კურო ეს კვირა შეიძლება თქვენთვის სასარგებლო ფინანსური ან კარიერული წინადადებით იყოს გამორჩეული. შესაძლოა, დაგიპატიჟონ საინტერესო პროექტში, მიიღოთ ხელფასის გაზრდის შეთავაზება ან დაწინაურება. მთავარია, არ შეგეშინდეთ ცვლილებების და ზედმეტად დიდხანს არ...

დაწვრილებითDetails

რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა ახალ წლამდე

ნოემბერი 19, 2025
24
მთავარი

კურო  – მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსებს და გაწერეთ მომდევნო წლის ბიუჯეტი. – მოამრავლეთ ოთახის მცენარეები – ისინი მეტ სიმყუდროვეს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში. ტყუპები  – დაგეგმეთ მეგობრებთან შეხვედრები და გააფართოეთ თქვენი...

დაწვრილებითDetails

ავტოსაგზაო შემთხვევებისას გარდაცვალებისა და დაშავების მაჩვენებელში სიჩქარის გადაჭარბება პირველ ადგილზეა – ალექსანდრე დარახველიძე

ნოემბერი 19, 2025
9
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევებისას გარდაცვალებისა და დაშავების მაჩვენებელში სიჩქარის გადაჭარბება პირველ ადგილზეა. ამის შესახებ მან პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საგზაო მოძრაობის წესების...

დაწვრილებითDetails

“საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ” – მიხეილ ყაველაშვილი

ნოემბერი 19, 2025
9
მთავარი

საქართველო და სომხეთი მრავალი საუკუნეა, გვერდიგვერდ, ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და ურყევ მეგობრობაზეა დაფუძნებული, მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვით არასდროს ყოფილა განპირობებული, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა, გიგა ავალიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 19, 2025
32
მთავარი

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

შეიკრა წიგნები, ალბომები… გამოჩნდა ცარიელი თაროები – ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა რეაბილიტაციისთის ემზადება

ნოემბერი 19, 2025
16
ფოტო: ნანული ცხვედიანი
მთავარი

"შეიკრა წიგნები, ალბომები და ბროშურები, ყველაფერი ფორმატების მიხედვით ჩალაგდა ყუთებში, ახრიწინდა ასეულობით მეტრი "სკოჩი" და გამოჩნდა ცარიელი თაროები... ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის წინასარემონტო სამზადისში აქტიურად ჩაერთო ჩვენი -...

დაწვრილებითDetails

გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ – ალექსანდრე დარახველიძე

ნოემბერი 19, 2025
17
მთავარი

საქართველო საავტომობილო გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით კვლავ მაღალ ნიშნულზეა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ - საქართველოში, ყოველწლიურად 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი კვდება, მაშინ როდესაც ევროპული საუკეთესო მაჩვენებელი არის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».