უმწეო მდგომარეობაში მყოფის გაუპატიურებაში ბრალდებულს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 12 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, კ.ქ.-მ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ა.კ. გააუპატიურა” – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა კ.ქ. 2020 წლის 12 აგვისტოს დააკავეს და ბრალი სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც გაუპატიურებას, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გულისხმობს.
ცნობისათვის ; გუშინ, 12 აგვისტოს, გვიან ღამით, თბილისში, ცირკის ახლომდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული გუშინ ღამესვე, ცხელ კვალზე დააკავეს.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება










