LIVE TV
სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

2025 წლის მონაცემებით საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 9.9%-ით გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა – საქსტატი

დაპოსტა 2026/10/09-ში
16
ნახვა
გაზიარება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.9%-ით (194.5 ლარით) გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა.

„საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 4 123.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.1 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 042.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 3.0 პროცენტით); მშენებლობა – 3 026.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 13.5 პროცენტით).

2025 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 743.4 ლარი იყო, ხოლო კაცების – 2 586.5 ლარი. ქალების ხელფასი წინა წელთან შედარებით 151.8 ლარით (9.5%) გაიზარდა, ხოლო კაცების – 245.9 ლარით (10.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს. 2025 წელს სახელმწიფო სექტორში ხელფასი 12.8 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.7 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 895.4 და 2 301.0 ლარი შეადგინა. 2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი სახელმწიფო სექტორში 405.6 ლარით (17.6%) ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორთან შედარებით.

2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 173.9 ლარით (8.6%) გაიზარდა და 2 198.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (4 097.1 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 2.2 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 340.7 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 6.1 პროცენტით) დარგში დაფიქსირდა.

2025 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 233.7 ლარით (12.5%) და 2 100.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალი თბილისში და მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

“14 წელი ამტკიცებდნენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, შემდეგ გადააკეთეს ” – ლევან ბეჟაშვილი

ნოემბერი 24, 2026
0
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე „ქართული ოცნების“ ნარატივი, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო, ჩამოიშალა. კერძოდ, ბეჟაშვილი ეხმაურება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის,...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

ნოემბერი 24, 2026
0
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებლზეა. თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 3 611 დოლარს შეადგენს. ერთ დღეში ეს მისი ფასის 1.11%-იან კლებას წარმოადგენს. ამ დროისთვის 1...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

ნოემბერი 24, 2026
0
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5922 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5922 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5926 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, ეს არის აბსოლუტური ტყუილი” – არჩილ გორდულაძე

ნოემბერი 24, 2026
0
მთავარი

აბსოლუტური ტყუილია, თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის შეკითხვას, რომელიც ომის დაწყებაში მაშინდელი ხელისუფლების ბრალეულობას შეეხებოდა....

დაწვრილებითDetails

“ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე…” – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 24, 2026
0
მთავარი

ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში. მე ვარ მეორე პირი, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ჩემ შორის,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

ფონიჭალაში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან

ნოემბერი 24, 2026
3
მთავარი

ქვემო ფონიჭალაში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან. 3 წლის თაიას დედა, ნინო ჭელიძე და  და, ნუცა ფხალაძე ზესტაფონში ტაძრიდან გამოასვენეს. ეკლესიასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახის ახლობლებთან...

დაწვრილებითDetails

“გამათბობელი არ მქონია, მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა” – ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებულის მამა

ნოემბერი 24, 2026
1
მთავარი

არანაირი გამათბობელი არ მქონია, გაზქურა კი ისეთი მქონდა, ღია რომც დაეტოვებინა, ავტომატურად კეტავს და არანაირი გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო - შემოწმებული იყო და თვითონ დაადასტურეს, რომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა,...

დაწვრილებითDetails

ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – ნახეთ სად შეიზღუდა გადაადგილება

ნოემბერი 24, 2026
15
მთავარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის...

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

ნოემბერი 24, 2026
81
მთავარი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტს მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, რეალური ეკონომიკური ზრდა წელს 6.8% იქნება, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 120 მილიარდ 306 მილიონი ლარი,...

დაწვრილებითDetails

” რა თქვა მეუფემ ასეთი მწარე სიმართლე, რომ დაგაკარგვინათ სიმშვიდე? ” – შალვა კერესელიძე „ქართულ ოცნებას“

ნოემბერი 24, 2026
17
მთავარი

რა თქვა მეუფემ ასეთი მწარე სიმართლე, რომ დაგაკარგვინათ სიმშვიდე? - მხარდაჭერას ვუცხადებთ მეუფე იობს, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და წმინდა სინოდს. შეეშვით ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას! მის დამორჩილებაზე ფიქრს და თქვენს გავლენებში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».