LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გამოსავალი იპოთეკური სესხით დაზარალებული მოქალაქეებისთვის

179 600 მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

დაპოსტა 2023/08/02-ში
A A
1.5k
ნახვა
გაზიარება

179 600 მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს.

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 179 600 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 10.25% შემცირდა. შესაბამისად, 179 600 მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება. ორგანიზაციის ცნობითვე, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 11.427 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

„1-ლი მაისიდან 1-ელ ივლისამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 1100-ით შემცირდა, თუმცა, მთლიანი პორტფელი – 11.185 მილიონიდან 11.427 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

179 600 ხელშეკრულებიდან 80 300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1.906 მილიონი ლარია. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ივლისის მდგომარეობთ 19.53% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1-ლი ივლისის მონაცემებით 73 100 სესხია მიბმული, საშუალოდ 13.73%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3 548 მილიონი ლარია.

25 600 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების. მთლიანი პორტფელი 5 939 მილიონი ლარია, საშუალოდ 14.46%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1-ლი ივლისის მონაცემებით, 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 22.7 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 18.05%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 200 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 10.2 მილიონი ლარია.

1-ლი ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.7%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 19.53%-ია, რომელსაც მოყვება ავტო სესხი – 18.05%-იანი განაკვეთით.

1-ლი ივლისის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა უცვლელია.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ინფლაციის გამომწვევი შიდა და გარე ფაქტორების შესუსტებისა და ინფლაციის შემცირების ტენდენციითაა გამოწვეული. გაცვლითი კურსის გამყარება და მიმდინარე ტენდენციები ადგილობრივ ბაზარს გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. კლებადი ინფლაციური მოლოდინები, დაკრედიტების დონე, ეკონომიკური ზრდის ტემპი განაპირობებს ერთობლივი მოთხოვნიდან წამოსული ინფლაციური ზეწოლის არ არსებობას. მაღალია ეკონომიკური ზრდა, რაც ინფლაციაზე ზეწოლის საკმაოდ დიდ წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი და ფრთხილი გამოსვლა დაიწყო. მოსალოდნელია რომ განაკვეთის შემცირების ტემპები კვლავ დაბალი იქნება მაღალი გაურკვევლობის პირობების არსებობის გამო. მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკურ პროცესებზე დაკვირვება გააგრძელოს და გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი რაც, სამომავლოდ ფასების სტაბილურობასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდას შორის წონასწორობას უზრუნველყოფს,“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება581

დაკავშირებული -პოსტები

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტი შევიდა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
ეკონომიკა

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 61%-ით გაიზარდა და 2.331 მლნ ლარი შეადგინა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
რა ცვლილებები ამოქმედდება სექტემბრიდან
ეკონომიკა

2026 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 28 147.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა...

დაწვრილებითDetails

2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა
ეკონომიკა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული კაპიტალური პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარამდე გაიზარდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
ეკონომიკა

2026 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით ანუ 177.3 ლარით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური...

დაწვრილებითDetails

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
საქართველოში პურის ფქვილი ისევ გაძვირდა
ეკონომიკა

საქართველოში პურის გარკვეული სახეობები გაძვირდა. მაგალითად, გარკვეულ სუპერმარკეტში ფასის მატება აისახა დაჭრილ თეთრ პურზე, რომელიც 1.40 ღირდა და 1.45 გახდა. როგორც კონკრეტულ სუპერმარკეტის ქსელში განაცხადეს, მათ გაძვირებული პროდუქტი გუშინ დილას...

დაწვრილებითDetails

ბიტკოინის ფასი კვლავ ეცემა

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ბიტკოინის ფასი 90 ათას დოლარს უახლოვდება – მორიგი რეკორდი
ეკონომიკა

ბიტკოინის ფასი თითქმის 3%-ით დაეცა და 80 000 დოლარს ჩამოსცდა. Bloomberg-ის ცნობით, კრიპტოვალუტამ კლება აშშ-ის შრომის ბაზრის მოსალოდნელზე უკეთესი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. 80 000-იან ნიშნულს ბიტკოინმა 3 სექტემბერს გადააჭარბა....

დაწვრილებითDetails

რომელი პროდუქტები გაიაფდა აგვისტოში

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
ეკონომიკა

საქსტატის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აგვისტოში, გასული...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 2-დან 14 თეთრამდე გაძვირდა

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
დარღვევა დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა, საჯარიმო თანხა კი1 მილიონ ლარზე მეტია
ეკონომიკა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 2-დან 14 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას გამოცემა BMG ავრცელებს და წერს, რომ საქართველოში საწვავი მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე ძვირდება. მათივე ცნობით, Gulf-ის ქსელში საწვავი...

დაწვრილებითDetails

საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 2 471 ლარს გაუტოლდა – „საქსტატი“

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2004 ლარი შეადგინა – საქსტატი
ეკონომიკა

2026 წლის მე-2 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 67.5 მლრდ. ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ზრდის...

დაწვრილებითDetails

ფასები პროდუქტებზე აგვისტოშიც გაიზარდა

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
ეკონომიკა

2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"